ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავას მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში

ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავას მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში

access_time2019-10-14 18:13:05

ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგანცხადებას ეხმაურება.

„საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავასარანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.


რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი.

უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა და თუ ეს ასე არ მოხდა, სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.


1tv




რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up