ეკონომიკის სამინისტრო: ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია

ეკონომიკის სამინისტრო: ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია

access_time2021-06-02 13:40:00

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილების მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეკონომიკური კვლევების შესახებ, რომლებშიც პროექტის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლიანობა იქნა შეფასებული“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.


„ნამახვანჰესის პროექტი საქართველოს ენერგო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. XX საუკუნიდან მოყოლებული, პროექტის ენერგეტიკული-ეკონომიკური-საინჟინრო დასაბუთების მიზნით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლითაც დადასტურდა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა.
2007-2019 წლებში ოთხი სხვადასხვა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ნამახვანჰესის პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები განხორციელდა. მათგან სამი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული სექტორის შეფასება და სამომავლო გეგმების შემუშავება, მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ახალი გენერაციის ობიექტების აშენების მიზანშეზონილობის დადგენა, ხოლო მეოთხე კვლევა არის პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებლის შეფასება, რომელიც ნამახვანი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნაწილია.


1. 2007 წლის დეკემბერში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა. კვლევა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა, რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.


2. 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ, სს „ნამახვანის“ დაკვეთით მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს. კვლევის თანახმად, „რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება ქვეყნისა და რეგიონისათვის გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, ვიდრე პროექტის არაქმედების ალტერნატივა...“



3. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადდა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი. მასში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მოხმარების ზრდაზე. აღნიშნული დოკუმეტის მიხედვით, საშუალო წლიური ზრდა 2030 წლამდე შეადგენს 4,6%-ს და მიაღწევს 21,4 ტერავტ-ს (ცნობისთვის 2020 წელს მოხმარება შეადგენდა 12,4 ტვტ-ს). ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვას და რაც მთავარია, კვლევაში მოცემულია მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის გზები, რაც გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას. ნამახვანი ჰესი, აღნიშნულ კვლევაში მოხსენიებულია როგორც ეკონომიკურად გამართლებული ენერგოობიექტი. კონსულტანტის დასკვნის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ენერგეტიკულ - ეკონომიკურ მოდელირებას, ნამახვანი ჰესის Levelized Cost of Energy (LCOE) სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, პროექტის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის პირობები, კონსულტანტის აზრით, სხვა პროექტებთან შედარებით არ წარმოადგენს დამატებით მძიმე ფისკალურ ტვირთს.


4. 2019 წლის იანვარში ნამახვანი ჰესის პროექტის ანალიზი ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-ს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაკვეთით მომზადებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ნამახვანი ჰესი არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი ე.წ. least-cost (მინიმალური დანახარჯების) მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია ნამახვანი ჰესის აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.


დასასრულს, საქართველოს მთავრობის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა 2.5 წლიანი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა. კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up