ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

access_time2020-04-01 11:48:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, მადლობას უხდის იმ გაგებისთვის, რომლითაც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძიებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით 21:00 საათის შემდგომ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.


„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ეკონომიკის მხარდასაჭერად.მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.


პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.



„პირველ რიგში გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა.


„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს 2 მილიარდი ლარი. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.


პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას Covid 19-ის წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.


„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული", - აღნიშნა პრემიერმა.


პრემიერის განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისული ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა დღეს მუშაობს და მთავარია, რომ თანხები მიმართულია, რათა მაქსიმალურად ეფექტური ბალანსი იყოს შენარჩუნებული როგორც ინფექციასთან ბრძოლის, ისე ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით.


„საბოლოო ჯამში ყველას გვესმის, რომ ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და გავუმკლავდეთ ვირუსს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის ზიანი იყოს მინიმალური და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური. მინდა თითოეულ უწყებას მოგიწოდოთ, ის რესურსები, რომლებიც დღეს არის მობილიზებული კრიზისულ ბიუჯეტში თქვენი უწყებების მიმართულებით, მაქსიმალურად რაციონალურად იყოს გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ მიმდინარე ხარჯების რადიკალურ შემცირებაზე, რასაც ითვალისწინებს ასევე კრიზისული ბიუჯეტი და აქ ასობით მილიონზეა საუბარი. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი გამოწვევა მდგომარეობს შემდგომში, რომ რთულია კონკრეტული და ძალზედ მაღალი ხარისხის პროგნოზების გაკეთება. ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გვიწევს ფუნქციონირება და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა გახლდეთ რაციონალური, ეფექტური მოქმედება მენეჯმენტის და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში და ასევე, ეფექტური მოქმედება ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up