ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო ასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო ასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში

access_time2019-10-11 22:15:07


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმმა, წინა ფორუმებთან შედარებით, მეტი მასშტაბურობა შეიძინა და წელს არის სიახლეც - ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის ევროპის საინვეტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და გაეროს ოფისი ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს განახორციელებენ.


2019 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებთან სასტუმრო „ბილტმორში" ისაუბრა, სადაც დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა.



მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო ასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და მნიშვნელოვანი რგოლია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. მისი თქმით, საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე ხელს უწყობს დამატებითი პოტენციური ინვესტორების მოზიდვას.


„წელს გვეყოლება ბევრი ისეთი პოტენციური ინვესტორი, რომლებიც პირველად სტუმრობენ საქართველოს და მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში ის საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან და უკვე საქმიანობენ საქართველოში, მათ გააცნობენ ჩვენს ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას, რაც იქნება კარგი მოტივაცია ცნობიერების ამაღლებისა და მომავალში დამატებითი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის" - განაცხადა გენადი არველაძემ.





ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...


მსგავსი სიახლეები

up