ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აეროპორტში სამშენებლო პროცესს გაეცნო

access_time2018-11-09 18:44:49

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. მან მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელ პირებთან და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ივანე ლეკიშვილთან ერთად დაათვალიერა. 


როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება. როგორც აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. „ჩვენ უკვე 10 თვის მონაცემებით მოვემსახურეთ 512 ათას მგზავრს. საგულისხმოა, რომ აქედან 52% უცხოეთის მოქალაქე გახლავთ, ისინი ტურისტული მიზნებით შემოდიან ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისთვის, რომელიც სპეციალური სტანდარტით იანგარიშება, უკვე 110 მილიონს გადასცდა. ამიტომ დაგეგმილია ამ აეროპორტის გაფართოება, ცხადია, ახალი რეისებიც შესრულდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.



ამასთან, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ვითარდება. მისი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის აეროპორტში მიმდინარე ყველა სამუშაო უნდა დასრულდეს.


დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საათში 300 მგზავრის მომსახურება შეუძლია. ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, განახლებული, გაცილებით დიდი, თანამედროვე ტიპის, კომფორტული აეროპორტით ისარგებლონ.








"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up