ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე: „Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას  ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე: „Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში“

access_time2017-09-12 13:59:32

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება არის აშკარა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება და ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციების და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე.

 

 

„2017 წლის 11 სექტემბერს  სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა 1 საფეხურით BA3-დან BA2-ზე, ხოლო პერსპექტივა დატოვა სტაბილურად.ეს არის რეიტინგის გაუმჯობესების პირველი შემთხვევა 2010 წლიდან, ბოლოს ეს იყო 2010 წლის ოქტომბერში.  რეიტინგის გაუმჯობესებისას სარეიტინგო სააგენტო აფასებს ეკონომიკის სტრუქტურას, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, იმ საფრთხეებს და შესაძლებლობებს, რაც არსებობს, ასევე საჯარო ფინანსების მართვას, ვალის მართვას და სხვა ფაქტორებს, ყველაფერს, რასაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს ქვეყნის უნარზე, რომ მოემსახუროს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 


 

მისი განცხადებით,  რეიტინგის შედგენისას სარეიტინგო კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს მიერ 2014-2016 წლებში ნეგატიური საგარეო ფაქტორების შედეგად დადებითი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ზოგადად ის ფაქტი, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ამ საგარეო შოკებს. „ასევე გათვალისწინებულია საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ის ფაქტი, რომ შემდეგი წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა და პრაქტიკა დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ესეც დადებითად არის შეფასებული. ასევე განსაკუთრებით ხაზგასმულია სტრუქტურული რეფორმები, მათი პერსპექტივა და მათი გავლენა მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის ნახსენებია საპენსიო რეფორმაც“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 

 



საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...


მსგავსი სიახლეები

up