ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მსოფლიოს ერთერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მსოფლიოს ერთერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის" საქართველოს ოფისის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2019-11-16 21:09:43

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კომპანია დააარსა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პრეზენტაციისთვის საქართველოს ეწვია „რასელ ბედფორდ ინტერნეიშენელის" აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ჰამლეტი.



„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სახელის მქონე კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, რაც მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელიც მსოფლიოს 100 - ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ნდობას მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მეორეც, „რასელ ბედფორდის" შემოსვლა გაზრდის კონკურენციას, ადგილობრივ მომხმარებელს კი მისცემს უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მეტ ქართველ სპეციალისტს მიეცემა შესაძლებლობა, დასაქმდეს ასეთ კომპანიაში და აიმაღლოს კვალიფიკაცია და რაც მთავარია, „რასელ ბედფორდის" საერთაშორისო პარტნიორებისთვის მის მიერ თბილისში ოფისის გახსნა არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო და მომგებიანი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.



საერთაშორის კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ორი ქართული აუდიტორული კომპანიის „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი"-სა და „ათოსი"-ს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, რითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია საქართველოში.




„რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" დაფუძნებულია 1983 წელს და ის შედის მსოფლიოს წამყვან საბუღალტრო და აუდიტორულ ქსელებში. „რასელ ბედფორდი" ევროპის, ამერიკის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" IFAC ფირმების ფორუმის სრული წევრია. მას აქვს მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებული ხარისხის კონტროლის პროგრამა და ნაკისრი აქვს ვალდებულება გამოიყენოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი" წარმოადგენს ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნეს-კონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალურ ქსელს, რომელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან და საერთაშორისო პროფესიონალურ მომსახურებასთან.



პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რედისონ ივერიაში" გაიმართა, ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.







საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up