ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ჩვენი მიზანია, ქვეყნის საერთო მოხმარებაში გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი"

access_time2019-09-16 18:47:14


„საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ენერგორესურსები, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და მომხმარებელი სრულად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ელექტროენერგიით. ამ მიმართულებებს შორის მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განახლებადი წყაროებიდან ენერგიების გენერირებისა და მთლიან მოხმარებაში მათი წილის გაზრდის ხელშეწყობას, რაც ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს მეორე მოსმენით დასამტკიცებლად „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარუდგინა.


როგორც მინისტრის მოადგილემ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე დაადგინოს სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში.



„ჩვენი ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებას. საერთაშორისო ვალდებულებებმა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ და შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამ, განაპირობა ამ კანონის შემუშავების და მიღების აუცილებლობა. ამ რეფორმების პრიორიტეტს, ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობასა და დერეგულაციასთან ერთად, წარმოადგენს საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება, რაც მძლავრ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს" - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.


მისივე განმარტებით, კანონპროექტი აზუსტებს და განსაზღვრავს იმ მექანიზმებს, რომლებიც მომავალი თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდება. „ამ მექანიზმებს დამატებით შევთავაზებთ ინვესტორებს, რომლებიც კონკრეტულად აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი წყაროების ათვისების კუთხით" - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up