ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი - „800 000-მდე მანქანამ უკვე გაიარა ტექინსპექტირება და  გამოვლენილი  ხარვეზების გამოსწორების მაჩვენებელი უმჯობესდება“

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი - „800 000-მდე მანქანამ უკვე გაიარა ტექინსპექტირება და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მაჩვენებელი უმჯობესდება“

access_time2019-12-23 15:53:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენაში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე პროცესი, არსებული შედეგები და გამოწვევები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.



„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში შექმნილ თემატურ ჯგუფთან, რომელიც იკვლევს რეფორმის შედეგებსა და გამოწვევებს, მათ გავუზიარეთ რეფორმის სტატისტიკა და სამომავლო გეგმები. მოგეხსენებათ, 800 000-მდე სატრანსპორტო საშუალებამ უკვე გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თავიდან მათი დახარვეზების მაჩვენებელი იყო მაღალი, თუმცა, იმედის მომცემია ხარვეზის გამოსწორების კოეფიციენტი, ვინაიდან, რეალურად, ავტომფლობელები უკვე ყურადღებას აქცევენ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას და დადგენილ ვადებში ხდება ხარვეზების გამოსწორება. ასევე შევეხეთ რეფორმაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია და მალე ძალაში შედის - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი საღირაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.




როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის ეტაპობრივად გამკაცრდება გამონაბოლქვის კონტროლის წესები, კერძოდ:



• 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე - 0.7%;

• 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ - სვლაზე 0.6%;

• 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.



ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც - იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2020 წლის პირველი აპრილიდან კი რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება







რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up