ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების პირველი კატალოგი შეიქმნა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების პირველი კატალოგი შეიქმნა"

access_time2019-07-09 17:27:16



„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან იქნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა.


მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ბათუმში, მიმდინარე წლის 11 ივლისს გაიმართება. ფორუმში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის, მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.



„ფორუმის მიზანია, მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ავირჩიეთ სექტორები ძირითადი პრირიტეტული საინვესტიციო მიმართულებების მიხედვით - სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და ტურიზმი და ვგეგმავთ, ამ სექტორებში არსებული საინვესტიციო პროექტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული ინვესტორისთვის როგორც ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და რაც მთავარია, ჩვენი სურვილია რომ აღნიშნული პროექტების ჩამონათვალი იყოს განახლებადი. პრაქტიკულად, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან შეიქმნა პირველი შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო პროექტებს თავი მოეყარა ერთიანი კატალოგის სახით" - განაცხადა გენადი არველაძემ.


აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.





საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...


მსგავსი სიახლეები

up