ეკონომიკის მინისტრი-  სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და  რეფორმების ჰარმონიზაციის  ავანგარდშია

ეკონომიკის მინისტრი- სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და რეფორმების ჰარმონიზაციის ავანგარდშია

access_time2019-12-14 14:20:06

„ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 

ნათია თურნავას თქმით, საქართველო უკვე გრძნობს თავს ევროპული ოჯახის წევრად და ამის დასტურია ის მიღწევები, რაც უკვე გვაქვს - იქნება ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი თუ ვიზალიბერალიზაცია.

 

„ჩვენ ძალიან გეგმაზომიერად მივდივართ ევროპისკენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ახალგაზრდების ინიციატივით ეწყობა. როგორც იცით, „ქართული ოცნების  ახალგაზრდულმა ფრთამ წამოიწყო ეს ინიციატივა და ესეც სიმბოლურია, რადგან სწორედ ჩვენი შვილები, მათი შვილები იქნებიან ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყველა გაგებით და ჩვენ ამას გეგმაზომიერი საგარეო პოლიტიკით მივაღწევთ, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამინისტრო ევროპასთან მიახლოებისა და ჰარმონიზაციის რეფორმების ავანგარდშია და რეფორმებს ატარებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ხარისხის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტის ნაწილი.

 

„ძალიან ბევრი მიმართულებით რეფორმა შემიძლია დავასახელო, რომელზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ უფრო მეტად ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებული და პრაქტიკულად მარტივად და ყველა ვალდებულებების შესრულებით თანდათან შევუერთდეთ ევროკავშირს, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზეიმო განწყობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჯერაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და არ გვაქვს საშუალება, რომ სრულიად საქართველომ - ერთიანმა, გაერთიანებულმა საქართველომ ერთად ვიზეიმოთ და ერთად აღვნიშნოთ ევროპასთან ჩვენი ინტეგრაცია.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, ვერ ხვდება დღევანდელ დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად, არის ძალიან მძიმე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისკენ. ევროპა ეს არის გზა მეტი დაცულობისკენ, ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამას ყველა ერთად მივაღწევთ, - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up