ზურაბ ჯაფარიძე: ეკონომიკის მინისტრი რაღაცეებს სწორად აფასებს, თუმცა გეგმები და მიზნები ისეთი აქვს, კიდევ დიდხანს დაგვტოვებს წუმპეში

ზურაბ ჯაფარიძე: ეკონომიკის მინისტრი რაღაცეებს სწორად აფასებს, თუმცა გეგმები და მიზნები ისეთი აქვს, კიდევ დიდხანს დაგვტოვებს წუმპეში

access_time2018-12-26 16:25:51

ზურაბ ჯაფარიძე ეკონომიკის მინისტრის საპარლამეტო გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმაურება. გირჩის ლიდერი facebook- ზე წერს, რომ  მინისტრი რაღაცეებს სწორად აფასებს, თუმცა გეგმები და მიზნები ისეთი აქვს, ქვეყანა კიდევ დიდხანს დარჩება წუმპეში.


ჯაფარიძის პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

 

კონტექსტიდან ამოგლეჯილ არაერთი სასაცილო ფრაზაზე გავერთეთ, თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მართლა გვესმოდეს ვინაა ეს ადამიანი და რას უნდა ველოდოთ მისგან.

 

სრულად მოვუსმინე. არც სულელია, არც უჭკუო (მაკენზიში სულელები არ ჰყავთ, მით უმეტეს პარტნიორად). უფრო პირიქით. ეკონომიკა იცის.

 

თუმცა, უნდა გვესმოდეს რომ ეკონომიკის ცოდნა და მაკენზის პარტნიორობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი სწორი ხედვები აქვს ეკონომიკურ საკითხებზე. მაკენზის მსგავს კომპანიებს, მთავრობები, ხშირ შემთხვევაში ფულს იმაში არ უხდიან რომ სწორი რჩევები მიიღონ. ფულს იმაში უხდიან, რომ რისი გაკეთებაც სურთ, ის გაუპრავონ კვალიფიციურად. ამისთვის არის ეკონომიკის ცოდნა საჭირო.

 

ორ ნაწილად დავყოფ, რა თქვა სწორი და რა არასწორი.

 

ჩემი აზრით რა თქვა სწორი:

 

სწორია ეკონომიკის ანბანის ახსნა დეპუტატებისთვის, რადგან აზრზე არ არიან, უბრალოდ ზიან ჭკვიანი სახეებით.

 

სწორი თქვა, რომ 2014-16 წლებში ჩავარდნა იყო მეტწილად გარე ფაქტორების გამო, თუმცა მანდ მთავარი ისაა, რამდენად მომზადებული დახვდა ქვეყანა ამ გარე ფაქტორებს  და მანდ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

 

სწორია, რომ რეგიონში თურქეთის გარდა, სხვებთან შედარებით სწრაფი ზრდა გვქონდა მაგ პერიოდში, თუმცა მთავარი ეგ არაა - მთავარი კითხვაა, შეგვეძლო თუ არა მეტი გვქონოდა. შეგვეძლო...

 

სწორია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვქონდა კატასტროფული ეკონომიკური ვარდნა;

 

სწორი თქვა, რომ მას შემდეგ სულ იზრდება ეკონომიკა, სულ ვვითარდებით, სიტუაცია სულ უმჯობესდება, ყველა ხელისუფლების პირობებში;

 

სწორი თქვა, რომ სიღარიბე მუდმივად კლებულობს, ყველა ხელისუფლების პირობებში (ამაზე დაესხა ყველაზე მეტი და სრულიად უსამართლოდ);

 

სწორი თქვა, რომ ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ტემპი დავარდა (ეს სიმართლე წესით უნდა დაეფასებინა ოპოზიციას, მაგრამ გამორჩათ);

 

სწორი თქვა, რომ ახალი სამუშაო ადგილები მუდმივად იქმნება ეკონომიკაში (30-40 ათასი წელიწადში) (ამაში არაფერია არც გასაგიჟებელი და არც აღმაფრთოვანებელი);

 

სწორი თქვა, რომ უმუშევრობის დონე კლებულობს;

 

სწორი თქვა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების ძალიან დაბალ პროდუქტიულობაზე;

 

სწორი თქვა, რომ სოფლის მეურნეობიდან ადამიანები უნდა გადავიდნენ სერვისების სექტორში, თუ გვინდა სიღარიბის შემცირება (ამას მე რომ ვამბობ სოფელს ერჩიო, მაგინებენ);

 

სწორი თქვა, რომ განათლების სფეროში დასაქმებულები ასევე უკიდურესად არაპროდუქტიულები არიან (კი, გამორჩეულად არაპროდუქტიულ ხალხს, ანუ იმ ხალხს, რომლებიც დღევანდელ ცხოვრებაში ვერ არიან წარმატებულნი, ვანდობთ საკუთარი შვილების მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის. კი, ასეთ წარმოუდგენელ მზეობას ვაკეთებთ და ვაფინანსებთ);

 

სწორი თქვა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად,

 

სწორი თქვა, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად;

 

სწორი თქვა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შესავსებად ვალები არ უნდა გამოვიყენოთ;

 

სწორად ილაპარაკა ესტონური მოდელის სიკეთეებზე;

 

სწორი თქვა, რომ ინფლაციის სერიოზული პრობლემა არ გვიდგას (ამაზეც დაასხეს უსამართლოდ. ნუ, ქართულად აზრის გადმოცემა უჭირს)

 

სწორი თქვა, რომ ინვესტორებს აქვთ პრობლემები ბიუროკრატიასთან (და არა მხოლოდ ინვესტორებს, ადგილობრივ მოკვდავებსაც იგივე პრობლემა გვაქვთ);

 

სწორი თქვა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია უნდა მოხდეს (ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თქვა, სწორ ნათქვამებს შორის, თუმცა მიწა, ტყეები, წიაღისეული არ უხსენებია ამ კონტექსტში, მხოლოდ 2 მლრდ ქონებაო);

 

სწორი თქვა, რომ ენერგეტიკაზე, ლოჯისტიკაზე და ტურიზმზე ფოკუსი მნიშვნელოვანიაო (თუცა გააჩნია ფოკუსში რას გულისხმობს. თუ ბევრი ფულის ხარჯვას ბიუჯეტიდან, მაშინ არასწორია);

 

სწორი თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან, არის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რა თქვა არასწორი:

 

კარგ ზრდას, საკმაოდ მაღალ ტემპს ეძახის 4-5%-ს. კატასტროფაა, ჩემი აზრით. დავრჩებით წუმპეში დიდხანს;

 

ზედმეტად სჯერა IMF-ის პროგნოზების (ეკონომიკურ ზრდაზე) და ზოგადად IMF-ის;

 

უმუშევრობის დონეს უყურებს ზედაპირულად და არ იაზრებს, რომ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულები სინამდვილეში, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან. და ჩვეულებრივ კონკურენციაში შედიან დასაქმების ბაზარზე ფორმალურად უმუშევრებთან;

 

დიასახლისები სინამდვილეში მუშაობენ, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. უბრალოდ მათი შრომა მშპ-ში არ აღირიცხება. ეს როგორ შეიძლება არ ესმოდეს ეკ მინისტრს, გაუგებარია;

 

განათლებაში რეფორმები დავიწყეთ და ეშველებაო. განათლებას ერთადერთი რეფორმა სჭირდება - სახელმწიფოსგან გათავისუფლება. განათლების ცენტრალიზებული სისტემის ახალი მინისტრის გემოვნებაზე მორგება - რეფორმა არ არის. ამას ვერ ხვდება ვერც ეს მინისტრი და ვერც ზოგადად ეს ხელისუფლება (და ვერც ბრძენი ერი);

 

უარყოფით სავაჭრო ბალანსს მიიჩნევს პრობლემად. სტანდარტული და ფართოდ გავრცელებული ბოდვა. აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ ათას მზეობას ეკონონომიკურ პოლიტიკაში;

 

სჯერა, რომ თუ დიდი ქვეყანა ხარ, ყველაფერი თავად უნდა აწარმოო. და ჩვენ იმიტომ არ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი, რომ პატარა ქვეყანა ვართ. სწორ დასკვნამდე მიდის არასწორი დასაწყისიდან;

 

სჯერა, რომ უცხოურ ინვესტიციებს აქვს ნეგატიური მხარე - დივიდენდების გატანას აღიქვამს პრობლემად (ვაი, ვაი);

 

უცხოური ინვესტიციები არ არის პანაცეაო;

 

სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდში ხედავს გამოსავალს შიდა ინვესტიციების გაზრდისთვის (%$&თ IMF???);

 

ლარიზაცია კარგი ჰგონია;

 

დეპოზიტების იძულებითი დაზღვევა სწორი ჰგონია;

 

დასაქმება ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი;

 

ინკლუზიურობა (ზუსტად რას ნიშნავს არავის ესმის) ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი;

 

ექსპორტის წახალისება ჰგონია ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი (ვაააი);

 

ინოვაციებზე და ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინვესტიციების შემოტანა - ოქეი, მაგრამ სხვა ინვესტიციებიც რომ შემოვიდეს, რა პრობლემაა? რატომ არ შეიძლება ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ყველანაირი შემოვიდეს?;

 

მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებაზე აპირებს ფულის ხარჯვას - ნაცვლად იმისა, რომ გადასახადები დაწიოს და ბიზნესს მისცეს საშუალება თავად გადაამზადოს ვინც უნდა და როგორც უნდა;

 

ხარისხის კონტროლის გამკაცრებას აპირებს (ვაი);

 

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (ანუ, ვიღაცეებმა უნდა იხადონ გადასახადები რათა აფინანსონ ვიღაცეების ბიზნესები) - ეს ისედაც მზეობაა + პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის ეროვნული ბანკის და მთავრობის ბოლო ერთობლივ ინიციატივებთან (სესხებზე ხელმისაწვდომობა შეამცირეს);

 

სახელმწიფო კომპანიების ეფექტურობის ზრდა ჰგონია მიზანი - ნაცვლად იმისა, რომ გაყიდოს;

 

სოფლის მეურნეობაში აპირებს ფულის ხარჯვის გაგრძელებას (მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმის ამ სფეროს არაპროდუქტიულობა!);

 

საქართველო საკუთარი ფლოტის შექმნას აპირებს - ყოველთვის საზღვაო ქვეყანა ვიყავითო (ააააააააა :)) );

 

ქვეყნის ავტოპარკის გაუმჯობესება (50% არის ძველიო) - რეგულაციებით აპირებს ღარიბი მოსახლეობის მანქანებიდან ჩამოსმას :(((;

 

აპირებს მშენებლობის კიდევ უფრო რეგულირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

 

აპირებს ანტიდემპინგური კანონის მიღებას;

 

ესაა მოკლედ.

 

ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა რომ რაღაცეებს სწორად აფასებს, გეგმები და მიზნები ისეთი აქვს, კიდევ დიდხანს დაგვტოვებს წუმპეში.

 

თუმცა, პატარა საკუთარი ფლოტილია გვეყოლება და შეგვეძლება ამ წუმპეში ვიცურაოთ.





ეროვნული ბანკი ლარში უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს

ეროვნული ბანკი ლარში  უძრავი ქონების ფასების 5%-იან შემცირებას  პროგნოზირებს და იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მუშაობს
access_time2020-05-27 13:30:13
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. BM.ge-ის ერთ-ერთი კითხვა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას შეეხებოდა, რომელიც მთავრობას ოფიაციალურად არ გაუჟღერებია, მაგრამ სამშენებლო კომპანიების ნაწილი და საბანკო ასოციაცია ადასტურებს, რომ აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეს პროექტი მსესხებელთა ფინანსურ მდგომარეობს გააჯანსაღებს და ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით...

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...


მსგავსი სიახლეები

up