ეკონომიკის მინისტრი: NDI-ს კვლევები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად იქცა

ეკონომიკის მინისტრი: NDI-ს კვლევები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად იქცა

access_time2019-09-19 14:00:02

"ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ NDI-ის კვლევის შედეგებზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.მინისტრის განმარტებითვე, სიღარიბე და დასაქმება მთავრობის პრობლემად რჩება.


"მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს სათავო ოფისი საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა და აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ თვალსაზრისით ჩვენ კითხვები არ გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ, ტრადიციულად, ადგილზე საველე სამუშაოებისთვის ისეთ პარტნიორებს ირჩევს, რომელთა შეფასებებიც ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება და ჩვენში დიდ სანდოობას არ იწვევს.


აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ. ვიცით რაც არის ჩვენი პრობლემები – ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ამ საკითხს კონკრეტული პროგრამებით ვპასუხობთ, თუნდაც საბიუჯეტო პროგრამებით", - აღნიშნა თურნავამ.



როგორც მინისტრი განმარტავს, მთავრობის "სახელმძღვანელო" ოფიციალური სტატისტიკაა.


"NDI-ს კვლევები ამ თვალსაზრისით, ტრადიციულად იქცა პოლიტიკურ სპეკულაციებად და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, ეს არ არის ჩვენი სახელმძღვანელო. ჩვენი სახელმძღვანელო არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც უფრო სანდოა, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები კითხვას არ იწვევს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


BMG






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up