ეკონომიკის მინისტრი -  ქარის ელექტროსადგური გორში თვენახევრში  გასხვისდება

ეკონომიკის მინისტრი - ქარის ელექტროსადგური გორში თვენახევრში გასხვისდება

access_time2019-06-19 11:20:19

ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში ვაპირებთ გორის ქარის ელექტროსადგური გავასხვისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტეპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმებზე საუბრისას განუცხადა.


როგორც ნათია თურნავა აცხადებს, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილია საკმაოდ რთული საპრივატიზაციო ობიექტები, რომელთა გაყიდვამდე სპეციალური მომზადებაა საჭირო, ასეთი ობიექტების მაგალითებად კი, ქართლის ქარის ელექტროსადგურსა და საქართველოს ფოსტას ასახელებს.


„ახლა რაც დარჩა გასასხვისებელი, საკმაოდ რთული ობიექტებია. ესენია ისეთი ობიექტები, რომელთაც სპეციალური მომზადება სჭირდება. მაგალითად, ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში ვაპირებთ გორის ქარის ელექტროსადგური გავასხვისოთ, რომელსაც აქვს EBRD-ს სესხი, აქვს თავისი ვალდებულებები, ცვლილებები. ესაა მოსამზადებელი ობიექტი. პირობითად ასეთივეა „საქართველოს ფოსტა“. სხვა ობიექტებიც გვაქვს, რომელთაც სჭირდებათ შეფუთვა,“ - აცხადებს ნათია თურნავა.



„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე , მათ შორის განიხილება თუ არა საქართველოს რკინიგზის პრივატიზება, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ „საქართველოს რკინიგზა არ იყიდება.“


IPN





რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...


მსგავსი სიახლეები

up