ეკონომიკის მინისტრი ფოთის პორტის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ფოთის პორტის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2019-07-12 15:20:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელთან კლაუს ლოურსენთან გამართა შეხვედრა, ამის შესახებ BMG-ის APM ტერმინალსის პრესსამსახურში დაუდასტურეს. კომპანია მინისტრთან გამართული საუბრის ზუსტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.


APM-ი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას გეგმავს, შესაძლოა, მინისტრთან შემდგარი საუბრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო:


როგორც ცნობილია, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. ამ დროს კომპანია აცხადებს, რომ მას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ია.


მიწები, რომელთა გადაცემასაც APM ტერმინალსი ითხოვს:



მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, ეიპიემ ტერმინალსი ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვით ნახაზებს აწვდის.


მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ პასუხობს APM-ს სააგენტო. 2018 წლის 4 დეკემბერს სააგენტო ეიპიემ ტერმინალსისგან წერილობით ითხოვს, დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენას მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ.


ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს გამოსცემს მიუხედავად იმისა, რომ “ეიპიემ ტერმინალსს” არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა. სააგენტოს ბრძანება 2 მაისით თარიღდება.


გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილება მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავა გააუქმა და გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ხარვეზიანი ნებართვა დასახელდა. როგორც ცნობილია, APM Terminals-ი საქართველოს მთავრობისგან ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ განმარტებას ელოდა.


BMG






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up