ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სეზონისთვის მზადების პროცესს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში სეზონისთვის მზადების პროცესს გაეცნო

access_time2017-03-24 19:47:57

დღეს საქართველოს ეკომოკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები ელექტრომობილით დაათვალიერა.

 

 

საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ბულვარის მთელ პერიმეტრზე აგროსამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამწვანების სამსახურის მიერ ზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის სამუშაოები უკვე შესრულებულია.

 

 

 


დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა "იახტ-კლუბი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნული ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უშუალო ინიციატივით იახტ-კლუბის მიმდებარედ დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები და არსებული კიბეები გრანიტით მოპირკეთდა. მოეწყო დამატებითი ველო ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. დაგეგმილია რკინის ჭედური მოაჯირების მონტაჟი და გამწვანებითი სამუშაოები. იახტ-კლუბის მიმდებარე 2000 კვ/მ ფართობის კეთილმოწყობა მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს საზღვაო ნავსადგურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. მე-11 ნავმისადგომის კაპიტალურ აღდგენის სამუშაოებს უკრაინული კომპანია ახორციელებს. ერთ-ერთი პირველი ნავმისადგომი ბათუმის პორტში, რომლითაც რეგიონში ზღვით შემოსული ტურისტები სარგებლობენ, სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

 

 

 

 



გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up