ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

access_time2020-09-18 14:18:32

„გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ნათია თურნავას სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  

 

„პირველი ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020-2021 წლის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2020-21 წლის ბიუჯეტის გარკვეული მონახაზი აქვს, რადგან ბიუჯეტი უნდა აეგოს ეკონომიკურ ხედვაზე და საით უნდა წავიდე ქვეყანა 2020-21 წელს. სამწუხაროა, რომ არანაირი კონტურები თქვენი მხრიდან არც ერთ თქვენს გამოსვლაში, არც ახლა პარლამენტში, არანაირად არ ჩანს. ის კონტურები თუ როგორი ეკონომიკური სტურქტურა გაქვთ წარმოდგენილი. ყველაფერი რაზეც თქვენ საუბრობთ არ არის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, ეს არის კრიზისთან შეგუების გეგმა. კარგი იქნება თუ დარჩენილ დროში ამ საკითხზე ისაუბრებთ და დაგვანახებთ თქვენს ხედვას თუნდაც ერთი წლის შემდეგ როგორი იქნება ეკონომიკის სტრუქტურა. სწორედ იმიტომ იქმნება ის ნეგატიური და ქაოტური მოლოდინები, მათ შორის ეკონომიკასთან და ლარის კურსთან მიმართებაში, რომ ხედვები არ გაქვთ. თქვენ მხოლოდ ბიუჯეტში არსებული თანხების გადანაწილებას ცდილობთ, ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხების ხვდება არა მოსახლეობასთან, არამედ სახელმწიფო კონიუქტურასთან შეზრდილ ოლიგოპოლიურ გარკვეულ ბიზნეს ერთეულებთან, სამშენებლო ბიზნესი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება.

 

თუ გაეცანით ლელოს პარტიის მიერ წარგენილ ე.წ. მარშალის გეგმას, სადაც ძალიან დეტალურადაა გაწერილი პროგრომა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა შეიქმნას საშუალო ფენა, ფინანსებთან წვდომა როგორ უნდა გაძლიერდეს. უბრალოდ აზრის გაცვლაც საინტერესოა, იქნებ რაიმე საინტერესო ნახოთ ამ პროგრამაში, თქვენი როგორც პროფესიონალის აზრიც გავინტერესებს. კრიტიკასაც თუ მოვისმენდით. საინტერესო იქნებოდა ჩემთვის.



ჩემი აზრით ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, ამდენი თანხა წავიდა და ა.შ. არამედ უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე. ეს უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საუბრის მთავარი თემა და არა კინკლაობა რომელიც დარბაზში იმართება. გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც ერთ წლიანი. მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.  


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up