ეკონომიკის ექსპერტი: მთავრობა ცალი ხელით მოსახლეობას ეხმარება, მეორე ხელით კი ამოიღებს ამ დახმარებას

ეკონომიკის ექსპერტი: მთავრობა ცალი ხელით მოსახლეობას ეხმარება, მეორე ხელით კი ამოიღებს ამ დახმარებას

access_time2020-05-10 22:00:19

” მთავრობა უნდა დაფიქრდეს, შეუმსუბუქოს ფიზიკურ პირებს არსებობა”- “აიპრესთან” ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს, რომელიც ტურისტული სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ეკონომიკის ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი ტურისტებიდან საქართველოში მხარჯველი ტურისტი შემოვიდეს და არა ღარიბი სეგმენტი. ამასთან, ლია ელიავა განმარტავს რომ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა:

 

” რა თქმა უნდა, ანტიკრიზისული გეგმა არის აუცილებელი და საჭირო. ვფიქრობ, ეს მეტწილად დაეხმარება ტურისტულ სექტორს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში, თუმცა, თუ არ შემოვიდა უცხოელი ტურისტი, მარტო საქართველოს შიდა ტურიზმზე ეს სექტორი ნამდვილად ვერ აყვავდება და იფუნქციონირებს სრული დატვირთვით.

 

შესაბამისად, უცხოელი ტურისტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოვიდეს მხარჯველი ტურისტი, არა ღარიბი სეგმენტი, როგორიც შემოდიოდა რუსეთიდან ან უკრაინიდან, არამედ მხარჯველი სეგმენტი.


 

რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, ბიზნესისთვის დახმარება არის აუცილებელი, მაგრამ, ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს ასეთივე შავ დღეში არის მოსახლეობა, საუბარი მაქვს საშემოსავლო გადასახადის შეღავათზე. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადს უტოვებს ბიზნეს სექტორს იმის მაგიერ, რომ მოსახლეობას დაუტოვოს ეს თანხები. აქ რაღაც უსამართლობის განცდა ჩნდება, საშემოსავლო გადასახადი არის ბევრად დიდი, ვიდრე მოგების გადასახადი და სხვა სახის გადასახადი ბიზნესისთვის. მოსახლეობის ხარჯზე ბიზნეს ინტერესების მომსახურება არ მიმაჩნია კეთილშობილურ ნაბიჯად. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი დახმარება აუცილებელია არამარტო ტურისტული სექტორისთვის, არამედ სხვა სექტორისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა, რომლის დახმარების პროგრამა ჯერ არ ჩანს. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი დარგი ამუშავდეს. ტურიზმი, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ კარგია როდესაც ქვეყანა არის დალაგებული. პირველხარისხოვანი ამოცანა არის მოსახლეობის დაპურება, ამ დაპურებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.

 

რაც შეეხება იმ ფულად დახმარებას, რასაც მთავრობა გასცემს, ეკონომიკის ექსპერტის თქმით, არასაკმაირია. ლია ელიავას თქმით,  ცალი ხელით მთავრობა ეხმარება მოსახლეობას, მეორე ხელით ამოიღებს ამ დახმარებას იგივე მაღალი საშემოსავლო გადასახადით:

 

ლია ელიავა: ამ დახმარებაზე ძალიან ბევრი დებატები და გათვლები არსებობს. მინდა ერთი რამ დავამატო ამ საჭირბოროტო საკითხს. ამას გააჩნია 2 მხარე. პირველი, ეს არის, რა თქმა უნდა, მცირე დახმარება, თანაც გამორჩეული კატეგორიის მოსახლეობისთვის, ბუნებრივია მეორე კატეგორია, ვინც არ იღებს მას რჩება დანაკლისის და დაჩაგრულის შეგრძნება, ეს არის ძალიან რთული მომენტი სოციალურად. არ შეიძლება ამის დაშვება მთავრობის მხრიდან.

 

მეორე მხარე, ამ  დახმარების არის საგარეო ვალის ზრდა, რომლის მომსახურებაც გადაიტანება ისევ და ისევ, სამწუხაროდ, ფიზიკური პირების ხარჯზე. ცალი ხელით მთავრობა ეხმარება მოსახლეობას, მეორე ხელით ამოიღებს ამ დახმარებას იგივე მაღალი საშემოსავლო გადასახადით, მაღალი დღგ-თი, რომელსაც ასევე იხდიან ფიზიკური პირები. იგივე მოგების გადასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები. ფაქტობრივად, ფიზიკურ პირებზე აქვს მთავრობას მიბჯენილი ფეხი! წველის ყველანაირად! ეს არის არასწორი. არ შეიძლება  ქვეყანა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ბიზნესზე და არ ახსოვდეს მოსახლეობის მაღალი დაბეგვრის ფაქტი. მოსახლეობა არის დაბეგვრილი პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადით ყველაფერს ჭამენ აბსოლუტურად. ფაქტობრივად დასაზოგი ფული არ რჩებათ. ეს არის ძალიან მძიმე მომენტი, ალბათ, მთავრობა უნდა დაფიქრდეს ამ საკითხზე, შეუმსუბუქოს ფიზიკურ პირებს არსებობა, შეუმციროს  საშემოსავლო გადასახადი, დღგ-ს შემცირება ფასების დაწევას განაპირობებს, ესაც მოსახლეობისთვის ამოსასუნთქი იქნება.



Ipress




რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up