ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის 7 წლიან საქმიანობას "კომერსანტთან" აფასებს.

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის 7 წლიან საქმიანობას "კომერსანტთან" აფასებს.

person access_time2016-02-22 17:43:13

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა  ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძის 7 წლიან საქმიანობას "კომერსანტთან"  აფასებს. 

 

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე თავის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა, პირველივე 2009 წლის ანაგარიშში ნათლად და ცხადად ჩამოაყალიბა ფინანსურის სტაბილურობის ის პრინცპები და ფაქტოები, რომელსაც იგი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყურადღებას მიაქცევდა და რეფორმებსაც გაატარებდა.ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიშში, სადაც შესბამისი დაპირებები უხვად არის წარმოდგენილი, ვკითხულობთ, რომ ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებიდან გამომდინარე სხვა ფაქტორებთან ერთად ეროვნულმა ბანკმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საზედამხედველო საკითხებს:რამდენად არის სესხი დამოკიდებული უზრუნველყოფაზედა ხომ არ აქცევს ბანკი ზედმეტ ყურადღებას უზრუნველყოფას მსესხებლის გადახდისუნარიანობაზე ნაკლები ყურადღბის დათმობის ხარჯზე.


ეს საკითხები დღემდე არ არის დარეგულირებული. პირიქით, ეროვნული ბანკის უყურადღბობის გამო ვითარება მკვეთრადაა გამწვავებული და მოსახლეობა საბანკო დავალიანება მძიმე ტვირთად აწვება.


ამის დასტურად, იხილეთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში შეიქმნა და 2015 წლის იანვარში გამოიცა:„საქართველოს ეროვნულმა ბნაკმა უნდა განიხილოს ლიმიტების შემოღება სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით კოეფიციენტისათვის საცალო სესხებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი ხარჯავს შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისათვის".


და იქვე დიაგრამა:
საცალო სესხის ამღები მოსახლეობის 60%-ი შემოსავლის 40%-ზე მეტს საბანკო ვალის მომსახურებისათვის იხდის.
20%-ი იხდის 60%-ზე მეტს
12%-ი იხდის შემოდავლის 70%-ზე მეტს
8%-ი იხდის 80%-ზე მეტს
6%-ი იხდის შემოსავლის 90%-ზე მეტს
5%-ი იხდის 100%-ზე მეტს


არადა, ჯერ კიდევ 2009 წლის სებ-ის ანგარშში ვკითხულობთ, რომ ეროვნული ბანკის სტანდარტით და დაპირებით, „სამომხმაებლოსესხების შემთხვევაში მსესხებლის ვალის მომსახუება შემოსავალთან ლიმიტი არის 30%-ი, ხოლო მსესხებლის ღია სავალუტო პოზიციის შემთხვევაში 20%-ი.აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის დღევანდელი სტანდარტის მიხედვით სამომხმარებლო სესხის კატეგორიაში არ შედის საავტომობილო სესხები, ოვერდრაფტები, სწრაფი განვადებები, სამომხმარებლო საკრედიტო ბარათებით გაცემული სესხები.


რაც ყველაე საგანგაშოა, კატასტროფულად იმატა კომერციული ბანკების მხრიდან შთავაზებებმა საცალო სესხების დამტკიცების შესახებ, ისეთი ბანკებისაგან, სადაც ბოლოს ნამყოფი , შეიძლება, ერთი წლის მანძილზე არ იყოს შეტავაზების მიმღები პირი. უფრო მეტიც, ფიქსირდება ღია აშკარა შეთავაზებები სატელეფონო მესიჯებით: გთავაზობთ სესხს შმოავლების დადასტურების გარეშე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ერ.ბანკიარათუ განიხილავს საერთოდ ლიმიტების შემოღებას სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართბით, არამედ არ აწარმოებს ელემენტარულ სტატისტიკასაც კი , თუ როგორ არის დაკავშირებული სესხის ამები მოქალაქის საკრედიტო ტვირთი მის შემოსავალთან.


ამ მძიმე შეცდომის გარდა ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის არც სხვა რეკომენდაციებს ასრულებს ჯეროვნად:


ეს რეკომენდაციებია:


1. ეროვნული ბანკი უნდა აქვეყნებდეს ფინანსური ტაბილურობის ანგარიშს. რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად უკვე 3 წელია არ ქმნის. სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, ფინანსურის სტაბილურობის ანგარიში შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა - არსებითი.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში გამოქვეყნებულ სებ-ის ნაგრიშში ქადაგიძე პირობას დებს, რომ 2015 წლის ბოლოს ფინანსურის ტაბილურობის ანგრიშს გამოაქვეყნებს. ეს პირობა დაირღვა.


2. ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას პასუხისმგებელი ორგანო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც სულ მცირე კვარტალში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს, რომელიც უნდ დაამტკიცოს სებ-ის პრეზიდენტმა და აცნობოს საზოგადებას. ასეთი კომიტეტის არსებობა არ დასტურდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, რომ არაფერი ვთქვათ მის კვარტალურ შეკრებებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა სებ-ში აცხადებენ, რომ კომიტეტი შექმნილია და მას თავად ქადაგიძე ხელმძღვანელობს, რაც ღიმილისმომგვრელია.


3. „ანგარიშვალდებულების ფარგლების გამყარება: საქართველოს ეროვნული ბანკის უფრო მეტი ფორმალიზებული და გამჭირვალე მაკროპრუდენციული უფლებამოსილება შესაბამისობაში უნდა იყოს ძლიერ ანგარიშვალდებულებასთან. ეს ანგარიშვალდებულება უნდა შეიცავდეს: (1) მაკროპრუდენციულ პოლიტიკასთან მიმართებით მთლიანი სტრატეგიის ექს-ანტე კომუნიკაციას; (2) იმ განხილვების დეტალურ კომუნიკაციას, რომლებმაც გამოიწვია კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებები; და (3) გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის ექს-პოსტ შეფასებას." -სტილი დაცულია. მსაგავი რამ არ ხდება.


4. "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას ფინანსური სტაბილურობის განყოფილება. მაკროპრუდენციულ სისტემას ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა წინასწარმა გაფრთხილების სისტემამ, რათა მოხდეს მთლიანად საფინანსო სისტემის რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი. აზრი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც განსხვავებით თითოეული ბანკის საკითხებისგან, კონცენტრირებული იქნება ამ საკითხებზე. საერთაშორისო ერთიანი პრაქტიკისა და ქართულ კონტექსტში მათი სტაბილურობის შესაბამისად, ახალმა განყოფილებამ უნდა, როგორც მინიმუმ (i) რეგულარულად ჩაატაროს ქართული ბანკების სტრეს ტესტები; (ii) მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანალიზებული მაკროეკონომიკური განვითარება და რისკები გაართიანოს, ფინანსური სტაბილურობის სფეციფიკური რისკების შეფასებასთან; (iii) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტისათვის მოამზადოს მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ ზომები; (iv) შეაფასოს არსებული და შემოთავაზებული მომავალი მაკროპრუდენციული ზომების გავლენა და ეფექტურობა; და (v) სტაბილურობის რისკებთან დაკავშირებით გაცვალოს შეხედულებები სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ბაზრის მონაწილეებთან, სარეიტინგო სააგენტოებთან, ანალიტიკოსებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. გარეგანი დაუცველობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მან ასევე უნდა შეაფასოს საქართველოს საფინანსო სისტემაზე საერთაშორისო გარე ეფექტების რისკებთან. განყოფილება ადექვატურად უნდა დაკომპლექტდეს, რათა უზრუნველყოს განხილული ფუნქციების შესრულება." ასეთი განყოფილება საერთოდ არ იძებნება სებ-ის სტრუქტურაში, მითუმეტეს რაიმე კვლევა მის მიერ მომზადებული.


5. კონცენტრაციის ლიმიტების შემოღება უმსხვილეს მსესხებებლებზე (მაგ. თითო ბანკზე ლიმიტები პირველ 5 ან 10 გამოვლინებაზე) ხელს შეუწყობს ბანკების სესხის პორტფელებში გადაჭარბებული კონცენტრაციის თავიდან აცილებას.


6. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის (CCB) გეგმაზომიერი შემოღება. საქართველოს ეროვნული ბანკმა პირობა დადო, რომ ბაზელ III სტანდარტების (BCBS 2010a, 2010b) შესაბამისად კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის რეჟიმის გამოყენებას დაიწყებდა 2015 წლიდან. ეს ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ჭარბი კრედიტების ზრდის პერიოდს და გაზარდოს სისტემის მდგრადობა კრიზისულ პერიოდში. ბუმის პერიოდში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გაიზარდოს, რომელიც ერთის მხრივ ზრდის კაპიტალის ღირებულებას, რითაც ამცირებს კრედიტის მოთხოვნას და მეორეს მხრივ იწვევს ბანკების მიერ რისკის შემცველი აქტივების ზრდის შენელებას, რითაც მცირდება კრედიტის მიწოდება. შესაბამისად, ინსტრუმენტი ეფექტურად ანელებს ჭარბი კრედიტების ზრდას და ხელს უწყობს კაპიტალის ბუფერების ზრდას ნორმალურ პერიოდში. სტრესების პერიოდებში, კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გათავისუფლდეს, რაც საშუალებას მისცემს ბანკებს გამოიყენონ დამატებითი ბუფერები, რათა აითვისონ დანაკარგები ეკონომიკაში კრედიტების გადინების შეჩერების გარეშე.


7.დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გეგმაზომიერი დანერგვა. რაც შესრულებული არ არის.

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up