ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ბანკის საქმიანობას არაეფექტიანად აფასებენ

ეკონომიკის ექსპერტები ეროვნული ბანკის საქმიანობას არაეფექტიანად აფასებენ

access_time2020-06-15 15:30:06

მიმდინარე წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად. იმის მიუხედავად, რომ მთელი ეკონომიკა მნიშვნელოვან შოკებს განიცდის და ამ ყველაფრის ფონზე, ეროვნული ვალუტის დასუსტებაც მოსალოდნელი იყო, ექსპერტები და ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებენ და ლარის დევალვაციაზეც პასუხისმგებლობას, სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებენ, ეკონომიკურ გუნდთან ერთად. თვალი გადავავლოთ ბოლო პერიოდში ეკონომისტების შეფასებებს, თუ რას უკავშირებდნენ ისინი ლარის დევალვაციას.




თემურ ბასილია


“ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას”. ეროვნულ ვალუტას საკმარისზე მეტად გაუფასურებულად მიჩნევს ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თემურ ბასილია. ბასილია ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეფინანსირების სესხებს მიიჩნევს და ეროვნულ ბანკს ფულის მასის კონტროლისკენ მოუწოდებს.


“კოვიდ-19-ის პრობლემების შესამსუბუქებლად მიღებული საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილის ბანკებისთვის მიცემა სერიოზული შეცდომა იქნება. ეს იმის გამეორება იქნება, რაც სააკაშვილის დროს გააკეთეს როდესაც ცხინვალის ავანტიურის შემდეგ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ნაწილი ბანკებს მისცეს. სინამდვილეში ეს არ არის ბანკების დახმარება, ეს არის ბანკების პრობლემების დროში გაწელვა და მათი კიდევ უფრო გაღრმავება. ეს პრობლემა სხვაგვარად შეიძლება მოწესრიგდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის არავინ არის მზად”, – აცხადებს ბასილია.


თემურ ბასილია ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს. სსფ-მა ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევებზე და ამის გამო ფინანსური სტაბილურობის კუთხით შესაძლო საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


“ეს არის დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ტექსტი, რაზეც უკვე წლებია ვამახვილებ ყურადღებას: “ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა ფინანსური სტაბილურობის გარანტია”. რომ განვმარტო რას ნიშნავს ეს: ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს არა აქვთ ლიკვიდობა; ანუ, ბანკებს არა აქვთ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული. რატომ არა აქვთ ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა არიდებს თავს”, – წერს თემურ ბასილია.



მიხეილ თოქმაზიშვილი


“ლარის გაუფასურების მიზეზი, ეროვნული ბანკის დაგვიანებული ქმედებების შედეგია”ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, სებ-ის დაგვიანებულ ქმედებებს ასახელებს, ეკონომისტი მიხეილ თოქმაზაშვილიც.



“ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეიძლება ხაზი გავუსვათ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას. მისი რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. მეორე მხრივ, როგორც ვიცი, იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი აკრძალვები არ ყოფილა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ალბათ, ქართული ლარი ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშაულოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. შეიძლება, პროცესი დინამიკურად წარიმართოს, მაგრამ დღესდღეობით რამდენადაც არც ერთობლივი მოთხოვნა იზრდება ეკონომიკაში და მიწოდება მცირდება, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საფინანსო ბაზარი შეიძლება, აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში და, ფასების ზრდასთან ერთად, ეროვნული ვალუტაც გაუფასურდეს”,-მიიჩნევს თოქმაზიშვილი.




გიგა ბედინეიშვილი


“როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ რომ სებ-ი თავს ართმევს კრიზისს, როცა მაღალი ინფლაცია გვაქვს”რეგიონში ლარი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტაა და ამაში წვლილი ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკურ გუნდს მიუძღვის. ასე აფასებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ლარის გარშემო მიმდინარე პროცესებს.


“რეგიონში ლარის კურსის ყველაზე მეტად გაუფასურება არა მარტო ეროვნული ბანკის დამსახურებაა, არამედ ზოგადად ხელისუფლების. კობა გვენეტაძემ წინამორბედზე უარეს მდგომარეობაში ჩააგო ლარი. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის ორნიშნულიანი ზრდა არ გვქონია, ციფრები კი არ იტყუება, ეკონომიკური შედეგები სამარცხვინო გვაქვს, არადა ჩვენ გვინდა, რომ დანარჩენ სამყაროს დავეწიოთ. მაშინ როცა 4-5%-იანი ზრდა არის, რომელიც ქართული ოცნებისთვის მაღალ მაჩვენებლად ითვლება, ასეთი ზრდის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპას მხოლოდ 50 წელიწადში დავეწევით, დასავლეთ ევროპაზე კი საუბარიც ზედმეტია. ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი კორონავირუსის და ზოგადად პანდემიამდე პერიოდშიც, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, როგორც ამიტომ ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად, როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ რომ სებ-ი თავს ართმევს კრიზისს, როცა მაღალი ინფლაცია გვაქვს და ფისკალური ასევე მონეტარული, დამნაშავე კი მთვრობის და ეროვნული ბანკის უადგილო გადაწყვეტილებებია. რაც გაცამტვრებულია”, – განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.



პაატა ბაირახტარი


“გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3.60 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა”ლარის გაუფასურების ტრენდი გადაჭარბებულად მიაჩნია ეკონომისტსა და აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს. ბაირახტარი რიგ არათანმიმდევრულ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დაშვებული იქნა როგორც მონეტარული, ისე ფისკალური მთავრობების მხრიდან.


იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში `კორონა” კრიზისის გამო შოკები მძაფრდებოდა ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტლის მიწურულს, ერთი დოლარი 2.77 ლარის ფარგლებშიც კი ივაჭრებოდა. სწორედ ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო, ეს კი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა.


თუმცა, ამ განცხადებიდან რადენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2.77 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა, მარტის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულება 3.50 ლარს გადასცდა. მაგრამ ლარის გაუფასურება მხოლოდ გლობალურ კრიზისს დავაბრალოთ, არ იქნება სწორი. მით უფრო, როდესაც უკვე ვახსენეთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა. ეს რაღაც კი იყო არა გლობალურ ეკონომიკიდან მომდინარე, არამედ ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა.


როგორც უკვე ვახსენე, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, იგი ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და თავის მხრივ ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა. ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონა ვირუსს დაბრალდა.


გლობალური შოკების მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად სებ-ი მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე. სებ-ი ლარის გაუფასურებას და სავალუტო ბაზარზე არსებულ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც სებ-მა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია.


გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3.60 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს 40 მლნ დოლარი მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი. შედეგმაც არ დაყოვნა და ძალიან მალე კურსი მართვას დაექვემდებარა, თუ მარტის ბოლოს ერთი დოლარი თითქმის 3.60 ფარგლებში ივაჭრებოდა რამდენიმე კვირაში კურსი თითქმის 48 პუნქტით გამყარდა.


თუმცა, დიდხანს არც ეს პოზიტიური ტრენდი გაგრძელდა და სებ-მა შეცდომების ახალი ტალღა წამოიწყო, რასაც ლარის დევალვაციის ახალი ტალღა მოჰყვა. კერძოდ, იმის მიუხედავათ, რომ კურსიდან წამოსული წნეხის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს 2.5 ჯერ აჭარბებდა, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება გადაწყვიტა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-დან 8.5%-მდე შეამცირა. (ეს არის სებ-ის ერთ ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი). ეს გადაწყვეტილება სებ-ში მოთხოვნის შოკებით ახსნეს და განმარტეს, რომ საერთო მოთხოვნის შემცირება ისედაც ფასების შემცირების მიმართულებით იმოქმედებდა. თუმცა, აქ ცენტრალურ ბანკს გამორჩა მიწოდების შოკები, როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, ასევე გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სებ-ს გამორჩა მოთხოვნის შემცირების დროებითობა, რომელიც საბანკო ვალდბულებების ხელოვნური გადავადებით იყო გამოწვეული”,- აცხადებს ბაირახტარი.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up