„ეკონომიკის დროული გახსნით, ბიზნესს  გაეხსნება სასუნთქი არტერია„ - გიორგი ცუცქირიძე

„ეკონომიკის დროული გახსნით, ბიზნესს გაეხსნება სასუნთქი არტერია„ - გიორგი ცუცქირიძე

access_time2021-02-24 16:23:29

ეკონომიკის დროული გახსნით, ბიზნესს  გაეხსნება სასუნთქი არტერია და მთლიანობაში ამით ისევ ეკონომიკა მოიგებს. გლობალური პანდემიის საერთაშირისო გამოცდილებამ ცხადყო, რომ მკაცრი ლოქდაუნის პრაქტიკა არ არის გამოსავალი არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან შეკავების პოლიტიკას  მოსდევს სახიფათო აფეთქებები, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა ზედმეტად რბილი შეზღუდვებიც ანალოგიური შედეგის მომტანია. ამის მაგალითია თუნდაც ევროპის და მსოფლიოს ბევრ წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაში ლოქდაუნების მეორე და მესამე ტალღის შემოღებაც და ეკონომიკის ვარდნის მაღალი მაჩვენებელი.

 

ეკონომიკის ჩაკეტვით კი ჩვენი არ იყოს, განსაკუთრებ ით იმ ქვეყნებმა იზარალეს, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაზე და საზკვების, გასართობ თუ მომსახურების სხვა სერვისებზე იყვნენ ორიენტირებული.

 

ამიტომაც ჰქონდათ ამ ქვეყნებს შედარებით მაღალი წლიური რეცესიაც საშუალოდ 5-10 % ის ფარგლებში, და სწორედ ამ ფაქტორით იყო ძირითადად ჩვენთანაც ეკონომიკის 6 % -ვარდნა განპირობებული.

 

აქედან გამომდინარე,  მხოლოდ მისასალმებელია, რომ ახლად დამტკიცებულმა  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება   უკვე დღეიდან, შედარებით სწრაფი ტემპით  გახსნას ეკონომიკის ის სექტორები, კარგად  გათვლილი  გეგმის შესაბამისად, ვიდრე ამას წინა გადაწყვეტილება აწესებდა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით და რასაც არაერთი ოპონენტი ყავდა, ბიზნესის ცალკეული მიმართულებების, განსაკუთრებით სარესტორნო და გასართობი ცენტრების სახით.

 


ნიშანდობლივია, რომ სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, ხოლო სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ბუნებრივია, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, ასევე მხოლოდ პოზიტიურად წაადგება საერთაშორისო ვუზიტორების დაშვების შემსუბუქებაც.   კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. 

 

ეს არის ძალიან  პოზიტიური  გადაწყვეტილება ბიზნესისთვის. იგი საშუალებას მოგვცემს გაცილებით ადრე დაიწყოს ბიზნესმა სრულყოფილი ფუნქციონირება და შედარებით ოპტიმალურ ვადაში მოხდეს ეკონომიკის აღდგენა, რაც  პირველ რიგში ტურუსტულ ინდუსტრიას უკვე ზამთრის სეზონზე მაქსიმალურად დაეხმარება ამ წლის დანაკარგების ნაწილობრივ კომპენსაციაში.

 

ეკონომიკის სწრაფ აღდგენას ასევე ხელს შეუწყობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან;

 

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა  ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან, ისევე როგორც სპორტულ გამაჯანსაღებელი კლუბები და არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up