ეკონომიკის ახალი მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

ეკონომიკის ახალი მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

access_time2018-07-19 22:08:33

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, ეკონომიკის ახალი მინისტრი გორგი ქობულია მოსკოვში გაემგზავრა იმ მიზეზით, რომ თბილისში ოჯახი ჩამოიყვანოს, ასევე ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მაღალ თანამდებობას იკავებდა, პროექტები სხვას გადააბაროს.

 

როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, გიორგი ქობულია ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება და შვებულებით სწორედ აღნიშნული საქმეების მოსაგვარებლად სარგებლობს.

 

კალანდაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში საიდუმლოდ წავიდა. მისი განმარტებით, მინისტრმა შვებულება კანონის სრული დაცვით აიღო, ხოლო სამუშაო პროცესს, სამინისტროში ორშაბათს შეუდგება.


 

„აქ არანაირი გასაიდუმლოება არ იყო, უბრალოდ არავის უკითხავს. მას შემდეგ, რაც პირველი გადაწყვეტილება მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, გავიდა შვებულებაში, უფრო სწორად ის გაემგზავრა მოსკოვში, სადაც იკავებდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის „მაკენზის“ ოფისში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას. ბუნებრივია, მას დარჩა პროექტები, რომელიც ვინმეს უნდა გადააბაროს, რადგან ამ პროექტებთან დაკავშირებით მას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ბუნებრივია, ამ პროექტებს გაგრძელება სჭირდება, ვინმე სხვამ უნდა გააგრძელოს ეს ამ ოფისში. გარდა ამისა, ოჯახი ჰყავს მას, რომელიც უნდა გადმოიყვანოს თბილისში. ის რამდენიმე დღე, როდესაც იგი შვებულებაში იმყოფება, ამისთვის აიღო. მინისტრების შვებულებები არ ცხადდება ხოლმე, როგორც წესი“, - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.


პალიტრანიუსი





რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up