„ეკონომიკის ასეთი ზრდა მთავრობას  ტრაბახის საფუძველს არ აძლევს“

„ეკონომიკის ასეთი ზრდა მთავრობას ტრაბახის საფუძველს არ აძლევს“

access_time2019-10-31 19:20:59

„საქართველოსთვის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მინიმუმი უნდა იყოს, რათა მოსახლეობას შემოსავლების ზრდის კუთხით პროგრესი შეეტყოს. საქართველოში და ზოგადად, ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია და მოსახლეობაზე არ აისახება. ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი სიმდიდრის გაორმაგებას დასჭირდება 15 წელი, ეს გაორმაგება კი ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს“, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ზვიად ხორგუაშვილმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემი სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ.

 

დოკუმენტის მიხედვით, სექტემბრის განმავლობაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.2% შეადგინა, ხოლო 2019 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით განისაზღვრა. ამასთან, 2019 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5.0%-ს შეადგენს.

 

ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელიც კი საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით - ძალიან საეჭვოა.

 

„უკანასკნელი პერიოდის მანძილზე საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.9%-დან 5%-ს ფარგლებში მერყეობს, შეიძლება თვეების მიხედვით ცოტა განსხვავდებოდეს, მაგრამ აქ მთავარია საშუალოდ წლის მანძილზე რამდენია, ეს კი ზუსტად ის არის, რამდენსაც  მთავრობა წლის დასაწყისში გეგმავდა. თუმცა, ეს მაჩვენებელიც ძალიან საეჭვოა, იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვაჭრობასთან და იმპორტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, 2019 წელს კატასტროფა ხდება უცხოური ინვესტიციების კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხება წამყვან სექტორებს. ეკონომიკის ასეთი ზრდა მთავრობას არ აძლევს ტრაბახის საფუძველს, რადგან ეს მონაცემი გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში, რაც ცუდად აისახება იმ ადამიანებზე, რომელთა შემოსავალიც ყველაზე ნაკლებად იზრდება. 2008-2012  წლებში ომის და ფინანსური კრიზისის დროსაც კი ეკონომიკური ზრდა 6.3% იყო, შესაბამისად, ასეთი მაჩვენებელი ქვეყნის წინსვლას არ გამოიწვევს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდას შეიძლება გვაძლევდეს ის, რომ მთავრობამ ძალიან დიდი თანხა გადაისროლა კაპიტალურ ხარჯებში, რაც გარკვეულწილად ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელია და არ გამოვრიცხავ, რომ თუ ამ ზრდას მოვაშორებთ, ქვეყანა თავზე ჩამოგვექცევა“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.



ეკონომიკური ზრდის 5%-იან მაჩვენებელში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც და მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ბევრად მაღალი ტემპია საჭირო.


„მაშინ როდესაც,  ქვეყნის ეკონომიკის წლიური საშუალო ზრდა 5.0 %-ია, სექტემბერში ეკონომიკის 5.2%-იანი გაზრდა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მთავარი ის არის, რომ ეკონომიკის ასეთი დაბალი ზრდა მოსახლოებაზე ვერ აისახება და ეს მაჩვენებელი რეალურად არაფრის მომცემია. საქართველოს ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს. საჭიროა უფრო მაღალი ტემპი და ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება “ - განაცხადა „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.


„საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, დამამუშავებელ  მრეწველობაში. კლება კი დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში.


ნინო თამაზაშვილი

 

 





m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up