„ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ტემპით, ინკლუზიური ზრდის მიღწევა შეუძლებელია“ - ექსპერტები ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აფასებენ

„ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ტემპით, ინკლუზიური ზრდის მიღწევა შეუძლებელია“ - ექსპერტები ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აფასებენ

access_time2020-02-12 10:50:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სწორი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით მთავრობა ეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შეძლებს.


საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას წლების განმავლობაში ასახელებს. ამ თემაზე ხელისუფლებამ აქტიურად საუბარი 2014 წელს დაიწყო და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშიც ჩაწერა.


„ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ, პირდაპირ შეიძლება ეწოდოს იმ ნაბიჯებს ინკლუზიურისკენ მიმართული, რაც ჩვენ გავატარეთ. 26,000 ფერმერმა ისარგებლა იმ ინიციატივით, რაც ჩვენ სოფლის მეურნეობაში განვახორციელეთ. 1 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ჩაიდო. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა მდიდარი კომპანიების ლობირებით, არამედ ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეკონომიკა იყოს ინკლუზიური“, - აღნიშნავდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.


აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ინკლუზიური ზრდა ეს არის ამოცანა, რომელიც ძალიან ბევრი ეკონომიკური გუნდისა თუ პრემიერ-მინისტრის გადაუჭრელ პრობლემად იქცა და მიაჩნია, რომ მომსახურების სექტორზე ორიენტირებული საქართველოს ეკონომიკა ინკლუზიურ ზრდას ვერ მიაღწევს.



„ჩვენი მთავარი პრობლემა ეკონომიკური სტრუქტურაა, იმდენად რამდენადაც მაგალითად მომსახურების სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკა ინკლუზიურ ზრდას ძნელად თუ მიაღწევს, მითუმეტეს გასათვალისწინებელია ჩვენთან არსებული რეალობა. ვგულისხმობ იმას, რომ მაშინ როდესაც ეკონომიკის ლოკომოტივად ტურიზმს ვასახელებთ და ამ დროს მისგან შემომავალი თანხების 70% სხვადასხვა არხებით ქვეყნიდან ისევ გაედინება, ასეთ რეალობაში ინკლუზივების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის გამოსწორება, რაღაც სტრუქტურული და ფისკალური ცვლილებებით შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა, რადგან დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც 5%-ს არ აღემატება, ინკლუზიური ზრდის მიღწევა შეუძლებელია. სახელმწიფოს არასწორი ხედვა აქვს ეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში, შეუძლებელია ისეთი დარგებით, რომელსაც სხვა ქვეყნები დამხმარე დარგად მოიაზრებს, ჩვენ ეს ლოკომოტივად დავისახოთ და ავაშენოთ ქვეყანა. მაგალითად ტურიზმს, რომ ლოკომოტივად ვასახელებთ და ამ დარგიდან მიღებული თანხები ისევ ქვეყნის გარეთ გაედინება, რადგან ჩვენთან არაფერი იწარმოება - ეს ძალიან რთულია. ინკლუზიური ზრდა ეს არის ამოცანა, რომელიც ძალიან ბევრი ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის გადაუჭრელ პრობლემად იქცა“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.


ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილიც მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით ინკლუზიური ზრდის მიღწევა წარმოუდგენელია. მისი აზრით, ეს არის უბრალოდ ახალი ტერმინი, რომელიც წლების წინ „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა და ამ საკითხით აქტიურად აპელირებს.


„ფისაკალური და მაკროეკონომიკური მონაცემების თვალსაზრისით ნამდვილად არ გვაქვს საამაყო მდგომარეობა, ეს გამოიხატება ერთ მარტივ კრიტერიუმში - ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 5%-ით თავის მოწონება საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში, რომელიც ასეულშიც არ შედის ერთ სულზე სიმდიდრით, თვალებში ნაცრის შეყრაა. გარდა ამისა, ვალის მიმართება მშპ-სთან ბოლო წლებში მკვეთრად არის გაზრდილი, 34%-დან 44%-ზე ვართ ასულები მშპ-სთან მიმართებაში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ დეფიციტზე, რომელიც 2020 წელს საკმაოდ დიდი რიცხვი ჯდება. ასეთივე მდგომარეობაა ყველა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, თუნდაც საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება წლებია ზრდის. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წლებთან ერთად უარესდება და ამით თავის მოწონება მსუბუქად რომ ვთქვათ - არასწორია. ინკლუზიური ზრდა კი არის ტერმინი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა, ამაში გულისხმობენ იმას, რომ თანაბრად განვითარდეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონები. ინკლუზიური ზრდა ნორმალური ეკონომიკური ზრდის გარეშე ვერ მიიღწევა. ჩემი აზრით, ამ „ინკლუზიური ზრდის“ ტერმინის შემოტანით, ახალი სიტყვა შემოიტანეს და ცდილობენ ძალიან განვითარებულები გამოჩნდნენ. ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდეს 12% ან თუნდაც 10% შემდეგ კიდევ შეძლება საუბარი იმაზე თუ რამდენად თანაბრად ვითარდება რეგიონები ან სხვადასხვა სექტორი“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020-ის სტრატეგიის მიხედვით, ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თუმცა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, სტრატეგიაში კონკრეტული არაფერი წერია.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up