ეკონომიკის 5%-იანი ზრდა კარგია, მაგრამ არასაკმარისი- იოსებ არჩვაძე

ეკონომიკის 5%-იანი ზრდა კარგია, მაგრამ არასაკმარისი- იოსებ არჩვაძე

access_time2019-11-09 12:00:19

„აგროსასურსათო პროდუქციაზე ფასებმა განსაკუთრებით მოიმატა, სურსათის ნაწილში პური და ხორცი, ორნიშნა ციფრით გაიზარდა რაც პირდაპირ ურტყავს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და სოციალური ფონი  უარესდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა იოსებ არჩვაძემ.


„ერთია,როცა მომსახურების რომელიმე სახეობაზე იზრდება ფასი და მეორეა, უპირველესი დანიშნულების საქონელზე ფასის მატება. ეს უკანასკნელი აისახება საზოგადოების ყველა ფენის  ყველა წარმომადგენელზე და მათ მატერიალურ კეთილდღეობაზე. ორნიშნა ინფლაცია ბოლოს გვქონდა 2010 წლის ოქტომბერში,  მაშინ სურსათი 32%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 12%-მდე იყო, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ კონტიგენტზე ფასების მატებას. ინფლაციის სიდიდეზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეკონომიკის ფაქტობრივი მდგომარეობა, არამედ ის რაციონალური, თუ ირაციონალური მოლოდინები,რომლებიც საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს შეიძლება გააჩნდეს. ფაქტობრივად,  ამან შეიძლება დააჩქაროს ინფლაციური პროცესები. ოქტომბრის ინფლაცია სამჯერ აღემატება  წინა წლის ოქტომბრის ინფლაციას.


ეკონომიკის 5%-იანი ზრდა კარგია, მაგრამ არასაკმარისი, თუ ჩვენ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, შევძლებთ,რომ 13-15 წლის შემდეგ  მივაღწიოთ ბულგარეთის ეკონომიკურ მდგომარეობამდე,რომელიც ევროკავშირში ყველაზე სუსტ დონედ მიიჩნევა. ჩვენ გვინდა ზრდის მაღალი ტემპი.



ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, პოზიტიური ტენდეციებია, ექსპორტი იზრდება იმპორტთან შედარებით,  გადაფარვის მაჩვენებელი უკვე 40%-ს ასცდა. თუმცა ეს ნიშნავს იმას,რომ დეფიციტი 60%-ია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი სასურსათო ნაწილში 400-500 მილიონ დოლარამდეა. ჩვენ, რომ  გვქონდეს  მოსახლეობის ადგილობრივი რესურსით დაკმაყოფილების შესაძლებლობა, 400-500 მილიონ დოლარს დავზოგავდით.  ამასთანავე, ექსპორტის მაჩვენებელი დადებითია, თუმცა მასში შედის ასევე რე-ექსპორტის მაჩვენებელიც,“- ამბობს იოსებ არჩვაძე.



კომერსანტი




ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up