ეკონომიკის 5%-იანი შემცირება სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზია- ექსპერტები ეკონომიკური პროცესების გაუარესებას პროგნოზირებენ

ეკონომიკის 5%-იანი შემცირება სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზია- ექსპერტები ეკონომიკური პროცესების გაუარესებას პროგნოზირებენ

access_time2020-08-10 10:00:25

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში პროგნოზებს ცვლის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 2020 წლისთვის ქვეყანაში 4%-იანი ეკონომიკური ვარდნის ნაცვლად 5%-იანი შემცირება დააანონსა. კობა გვენეტაძის განცხადებთ, ეკონომიკური პროგნოზების ცვლილება, პანდემიის საწყის ეტაპთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნების დიდად შემცირებამ გამოიწვია.


„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი სანდრო რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პროგნოზების ცვლილება.


„ყველა ეტაპზე ჰქონდა მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში რაღაც შეეცვალა და ხელი შეეწყო ეკონომიკური ზრდისთვის, მაგრამ ახლაც, ფულს იმისთვის არიგებენ რომ არჩევნები მოიგონ.  ყველაფერი მთავრობის ხელშია და ბიზნესის დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რომ მათ უკეთესად მუშაობა შეძლონ და სამუშაო ადგილებიც შექმნან. თუ ჩვენით არ გავხსენით საზღვრები და არ აღვადგინეთ ფრენები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ვირუსის პრობლემა არ აქვთ, ბუნებრივია უარეს მდგომარეობაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ჩვენი მთავრობა ისეთი არაპროგნოზირებადია, მითუმეტეს არჩევნების წინ, რომ რთულია განსაზღვრო რა მოხდება.

ჩემი მოლოდინი საშუალოდ პესიმისტურია. რადგან ამ მთავრობას პოზიტიურად არ ვაფასებ და არ მჯერა, რომ ისინი მართლა შეცვლიან თავის გადაწყვეტილებებს, აღარ მიაქცევენ ყურადღებას არჩევნებს და მართლა მიხედავენ საქმეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ არა - მაღალი. ტრაგედიას არ ველოდები, თუმცა მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - განმარტავს სანდრო რაქვიაშვილი.



ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაიას აზრით კი, ზოგადად მსგავს სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება არაფრის მომტანია.


„ზოგადად ასეთ დროს პროგნოზები უმადური საქმეა, ვფიქრობ არც არის სწორი ამის გაკეთება. თავიდანვე 4%-იანი შემცირების პროგნოზს სკეპტიკურად ვუყურებდი და გამოჩნდა კიდეც, რომ ამაზე მეტად ჩერდება ეკონომიკა. 5%-იც ოპტიმისტურია და წელიწადში ეს მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ შემდგომ პერიოდში შემცირების ტემპის ნაცვლად, ეკონომიკა უნდა გაიზარდოს კიდეც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ასეთი რამ მოხდეს. უფრო რეალური სურათი იქნება ის, რომ ეკონომიკის წლიური შემცირება დაახლოებით 6-8%-მდე ფარგლებში ვივარაუდოთ. ეს მხოლოდ პროგნოზია და ციფრების ხაზგასმით ვერაფერს გავიგებთ.

თუ მომავალ თვეებშიც ეკონომიკური მაჩვენებლები კლების ტენდენციას განაგრძობს, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ 5%-ის ნაცვლად 6%-ს იტყვიან და ა.შ“, - აღნიშნავს აკაკი ცომაია.



ანი ცარციძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up