„ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“-სოსო ფხაკაძე

„ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“-სოსო ფხაკაძე

access_time2021-04-03 16:00:58

„ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან საუბრისას პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნეს დაპირდა, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მას უკუკავშირი ექნება.

 

„პრემიერთან ძალიან მნიშვნელოვანი 10 ფუნდამენტური საკითხი დავაყენეთ, თითოეული საკითხი მოითხოვს ღრმა ანალიზს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს მომავალში ველით უკუკავშირს. ერთი შეხვედრით საკითხები ვერ გადაწყდება, მაგრამ მთავარი მზაობაა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. თუ ძალიან გადაჭარბებული არ გამოვა, ეს ქვეყანა ჩვენი საზოგადოების ასაშენებელი და შესაქმნელი, ამიტომ ყველამ ჩვენს ადგილზე ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

კომერსანტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა პრემიერს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ რომელიც ბიზნეს აწუხებს, უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ არსებული პრობლემური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია  ხელისუფლების მეთაურს არ ჰქონია.


 

„პრემიერმა გულდასმით მოგვისმინა, ადეკვატურად გაიგო ყველა ის პრობლემა რომელიც დავაყენეთ. მას ჰქონდა ინფორმაცია მაგრამ მთელი სიგრძე-სიგანით ვერ ჰქონდა. ჩვენ პრაქტიკოსი ბიზნესმენები ვართ და გავშალეთ ის თემები, რომელთანაც მას ყოველდღიური შეხება არ ჰქონია, რასაკვირველია ამ საკითხებში გათვითცნობიერებული იყო, მაგრამ ჩვენ პრობლემური საკითხები უფრო სიღრმისეულად გავაცანით. ეს მნიშვნელოვანი ხასიათის პრობლემებია, მაგრამ თითოეული მათგანი მზაობის შემთხვევაში ექვემდებარება გადაწყვეტას. როგორც პრემიერი შეგვპირდა მისგან უკუკავშირი ამ დღეებში იქნება და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის შეხვედრისთვის. ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ იმ მიზნისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დადგეს ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დრო და ენერგია დავიხარჯოთ. პრემიერსაც ვუთხარით, რომ ზედმეტი დრო არავის გაქვს, თუმცა მოვალეობად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up