ეკონომიკას არ ულხინს – არჩილ გაჩეჩილაძე შექმნილ ვითარებაზე და მოსალოდნელ ნაბიჯებზე

ეკონომიკას არ ულხინს – არჩილ გაჩეჩილაძე შექმნილ ვითარებაზე და მოსალოდნელ ნაბიჯებზე

access_time2020-05-06 15:30:54

პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკს“ ისევე როგორც ყველა მსგავს კომერციულ ინსტიტუტს, მოუხდა ცვლილებების განხორციელება, სტრატეგიის განახლება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. რა გაკეთდა და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ კუთხით, საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.


გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მთელ საქართველოს და ეკონომიკას არ ულხინს და ეს ყველაზე აისახება. მისივე თქმით, ბანკი გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით:


ჯერჯერობით ადრე არის საუბარი იმაზე, რომ ზუსტად რამდენს და როგორ გაუჭირდება. თუმცა, ცხადია, რომ არამარტივი სიტუაცია იქნება. ამასთან ერთად სექტორების მიხედვით მიმდინარეობს და უკვე გვაქვს სტრატეგია შემუშავებული, თუ სად და როგორ გავაკეთებთ რესტრუქტურიზაციას თუ სხვადასხვა ტიპის დახმარებებს. არის სიტუაციები, სადაც შეიძლება საოპერაციო ხარჯების დაფინანსებაშიც დავეხმაროთ. იგულისხმება გარკვეულ სექტორებზე სპეცსესხების მიცემა. არის სექტორები, სადაც შეიძლება მოგვიწიოს პროცენტის კაპიტალიზაცია, იგულისხმება სასტუმროები“, – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.


მისივე თქმით, საკმაოდ დიდი რეზერვების გადადება მოხდა, თუმცა, ის იმედს გამოთქვამს, რომ ამის სრულად ათვისება საჭირო არ გახდება: „ეროვნულ ბანკთან მოხდა შეთანხმება და წინასწარ რეზერვის გადადება 400 მლნ ლარის ოდენობით ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში... რაც არის გადადებული იმისთვის, რომ თუ დანაკარგები იქნება, დამატებით ეს აღარ აისახოს კაპიტალის მაჩვენებლებზე და სიმყარე იყოს სისტემაში“.


საქართველოს ბანკის“ გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ ტურიზმის სექტორი არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ. „მოგვიწევს უპრეცედენტო რაღაცების გაკეთება. როცა ბანკი პროცენტის კაპიტალიზაციას აკეთებს, ეს არ არის ჩვეულებრივი თემა“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.



მან მიმდინარე და 2008 წლის კრიზისებიც შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ დღეს, წინა მასშტაბური კრიზისისგან განსხვავებით ლიკვიდურობის პრობლემა არ დგას.


ამ შემთხვევაში საკითხი დგას თუ როგორ გადაივლის ესა თუ ის ბიზნესი. ახალ რეალობაში როგორ აეწყობა და ახალ რეალობაში რამდენად შესაძლებელი იქნება მათთვის ის რომ ახალ ვალდებულებას მოემსახურონ.


2008 წელს აგვისტოში ხალხი მიაწყდა ბანკებს და ფულის გატანა დაიწყო. წელს ამ სიტუაციაში მსგავსი არფერი არ ყოფილა. რამდენიმე დღე იყო და ისიც უკან შემოაბრუნა ხალხმა... მალევე მიხვდა ხალხი...


მაშინ მიმდინარე ანგარიშებზე ძალიან ბევრი ფული გვქონდა, მაგრამ ქეში დამთავრდა საქართველოში. ხალხი რომ მიაწყდა ბანკებს და ბანკომატებს და ფული გაჰქონდათ, ვინაიდან რუსეთის არმია იდგა მცხეთასთან, ფული აღარ იყო“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ იმ მომენტში 16% გავიდა ერთ კვირაში დეპოზიტებიდან.


მისივე თქმით, 2008–09 წლის კრიზისის გამოწვევაში მთელ მსოფლიოში გარკვეულწილად ბანკებს მიუძღოდათ როლი. ასევე მაშინ არც კაპიტალის რაოდენობა იყო ძალიან ბევრი, თუმცა ამ კრიზისმა ბანკებს ასწავლა რომ მეტი კაპიტალი და მეტი თავშეკავებულობა არის საჭირო.


დღეს კი მთელი მსოფლიოს საბანკო სფერო ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა. დღეს საუბარია იმაზე რომ ბანკები კი არ არის ის, რამაც ზიანი მოგვაყენა, პირიქით, საშუალებაა რომ გამოვიდეთ კრიზისიდან, და ამ კუთხით ყველაფერი წინ გვაქვს. ბევრი რამ არის დამოკიდებული სახელმწიფოსთან ერთად, ერთ ფერხულში რამდენად კარგად და როგორ გამოვალთ. თუმცა, დარტყმა ძლიერია და არავის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს რომ ისე გამოვალთ, რომ არ ვიგრძნობთ ამას“, – დასძინა საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.


forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up