ეკონომიკა რეკორდულად იზრდება, ოღონდ რეკორდული ვარდნის შემდეგ

ეკონომიკა რეკორდულად იზრდება, ოღონდ რეკორდული ვარდნის შემდეგ

access_time2021-10-01 10:00:50

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს იმედის ეთერში განაცხადა, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. პრემიერი მართალია, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ 2020 წელს მშპ 6.2%-ით შემცირდა - ყველაზე მეტად 1994 წლის შემდეგ.



რაიმეს ზრდის ტემპის შესაფასებლად, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობის მოცულობა, ინვესტიციები, ტურიზმი თუ ფულადი გზავნილები, მიმდინარე წლის მდგომარეობასთან ერთად, წინა შესადარებელი წლის გაანალიზებაცაა საჭირო. ზაფხულის თვეებში ტურისტების რაოდენობა 400-500 პროცენტით იზრდებოდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებლის მესამედსაც ვერ მიაღწია.



ტურიზმისგან განსხვავებით, გასულ წელს მთლიანი ეკონომიკა 80%-ით არ შემცირებულა, მაგრამ 6.2%-იანი ვარდნა მაინც XXI საუკუნის რეკორდი აღმოჩნდა. 2009 წელს ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარალელურად მსოფლიოც ეკონომიკურ კრიზისს ებრძოდა, მშპ შედარებით ნაკლებად - 3.7%-ით შემცირდა.



იმ ფონზე, როდესაც იანვარსა და ნაწილობრივ თებერვალშიც მკაცრი ლოქდაუნი იყო გამოცხადებული, როდესაც მაისის ბოლომდე 21:00 სთ-დან სახლიდან გარეთ გასვლა იკრძალებოდა, როდესაც ტურიზმი მესამედითაც ვერ აღდგა, ორნიშნა ზრდა მხოლოდ ძალიან ცუდი საბაზისო პერიოდით შეიძლება აიხსნას.




„ეკონომიკის დუღილს“ ვერ ხედავს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ასაკობრივი პენსია მართალია ნომინალურად გაიზარდა, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით მისი რეალური მსყიდველუნარიანობა შემცირდა. 70 წლამდე ასაკის პირების გასულ წელს პენსიის სახით 220 ლარს იღებდნენ, წელს 240-ს, 70 წელს გადაცილებულები შესაბამისად 250-სა და 275-ს, თუმცა წლევანდელი 240 ლარი მსყიდველუნარიანობით გასული წლის 213 ლარი ტოლია, 275 ლარი კი გასული წლის 244 ლარის. თუ აგვისტოში საშუალო წლიური ინფლაცია 12.8% იყო, წამლები უფრო მეტად 17.9%-ით გაძვირდა, რამაც პენსიონერთა რეალური განკარგვადი შემოსავალი კიდევ უფრო შეამცირა. პენსიონერთა რაოდენობა - 784 ათასი, ქვეყნის სრული მოსახლეობის 21%-ს აღემატება, ბევრი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს პენსია წარმოადგენს, რის გამოც პენსიონერთა მდგომარეობის გაუარესება სოციალურ ფონს მნიშვნელოვნად ამძიმებს.



იანვრიდან დღემდე სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა 98 ათასით – 628 ათასამდე გაიზარდა. ეკონომიკის გახსნის მიუხედავად უმუშევრობის დონე 3.6%-ით 22.1%-მდე გაიზარდა, რაც დამატებით 63 ათას უმუშევარს ნიშნავს, მართალია ზრდაში წვლილი სამუშაო ძალის მატებამაც გამოიწვია, მაგრამ დასაქმებულთა რაოდენობა მაინც 27 ათასით 1.214 მლნ-მდე შემცირდა.



შარშანდელი რეკორდული ვარდნის ფონზეც კი, ორი კვარტლის ჯამში 11%-ით $366 მლნ-მდე შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. ყველაზე მკვეთრი ზრდის ტემპი ტურიზმსა და ფულად გზავნილებს გააჩნიათ, ეს უკანასკნელი კი საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე საერთოდ არაა დამოკიდებული. იანვარ-აგვისტოში უცხო ქვეყნებიდან საქართველოში სულ $1.496 მლრდ გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება. მშპ-ის დათვლის ფორმულაში გზავნილები არ შედის, მაგრამ სწორედ ის ზრდის ერთ-ერთ კომპონენტს - მოხმარებას. მოხმარების ზრდა კარგია, თუმცა გზავნილებზე დამოკიდებულების მატება ცუდი. თუ 2015 წელს გზავნილებზე დამოკიდებულება 9.8% იყო, 2020 წელს ის 13.3%-მდე გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი ლესოთოში 23%-ს აჭარბებს, სალვადორში 24%-ს, ყირგიზეთში 28%-სა და სომალიში 35%-ს, ეს მაშინ როცა იაპონიასა და ირლანდიაში გზავნილების გავლენა მშპ-ზე მხოლოდ 0.1%-ა, ნორვეგიასა და ახალ ზელანდიაში კი 0.2%.



პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა, რაც მსოფლიო საშუალოზე და განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან შედარებით მაღალია, მაგრამ განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელიც მშპ-ის 1 სულ მოსახლეზე დათვლით ასეულს მიღმა იმყოფება ძალიან დაბალია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონესთან დასაწევადაც კი ათწლეულებს საჭიროებს.



ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ მშპ-ის ზრდა სრულიად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაშინ როცა ემიგრანტების მიერ 3 თვეში გამოგზავნილი თანხა 6 თვეში შემოსულ ინვესტიციებს აჭარბებს „მდუღარე ეკონომიკაზე“ რეალურ სურათს ნაკლებად ასახავს და რიცხვებით მანიპულირების შთაბეჭდილებას ტოვებს.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up