ეკონომიკა პენსიაზე ნელა იზრდება, ასე განვითარებულ ეკონომიკასთან დაწევა შეუძლებელი იქნება

ეკონომიკა პენსიაზე ნელა იზრდება, ასე განვითარებულ ეკონომიკასთან დაწევა შეუძლებელი იქნება

access_time2021-03-23 11:00:26

საქართველო საშუალო ხელფასის, ასაკობრივი პენსიისა და საარსებო მინიმუმის ოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც დასავლეთ ევროპისა და სკანდინავიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მთავრობა ალტერნატივის წინაშე დგას: ერთის მხრივ მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი უკიდურესად მცირეა, მეორეს მხრივ სოციალური ხარჯების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სიღარიბის აღმოფხვრას უშლის ხელს.


საარსებო მინიმუმი 2021 წლის თებერვალში შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 197 ლარს შეადგენდა, საშუალო მომხმარებლისთვის 175 ლარს. საარსებო მინიმუმის სიმცირეზე „კომერსანტი“  ადრეც წერდა. 2003 წლის 8 მაისს, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს მიღებული ფორმულა დღემდე არ შეცვლილა. 18 წლის წინ დაადგინეს, რომ შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღის განმავლობაში 250 გრამი პური, 20 გრამი ლობიო, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ღორის ხორცი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 კვერცხი, 25 გრამი მაწონი, 15 გრამი სტაფილო, 20 გრამი ღვინო და ჯამში 40 დასახელების პროდუქტი უნდა იკმაროს. რომელთა ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 2300 კილოკალორიას შეადგენს.


თავი რომ დავანებოთ 10 გრამი ხორცის მოცულობას, 2300 კილოკალორიაც არასკამარისია და ის 13 წლის ბავშვის ნორმაა. 15-დან 50 წლამდე მამაკაცს საშუალოდ 2600-3000 კილოკალორია სჭირდება, ეს დამოკიდებულია წონაზე. ქალს შედარებით ნაკლები, თუმცა ფეხმძიმობისა და მეძუძურეობის პერიოდში უფრო მეტი.


საარსებო მინიმუმში ხარჯის 70% კვებისთვისაა გათვალისწინებული. საქსტატი მხოლოდ მას ითვლის. დარჩენილ 30%-ს კი პირდაპირ ამატებს, მიუხედავად იმისა თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება კომუნალური გადასახადები, ჰიგიენის საშუალებისა თუ ტანსაცმლის ფასები.


იმ ფაქტს, რომ ფორმულა შესაცვლელია აღიარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციონალური მოძრაობაც, ცვლილების პირობას დებდა ქართული ოცნებაც, თუმცა რეალობაში არაფერი შეცვლილა. უმოქმედობის უმთავრესი მიზეზი, ისაა რომ კომპრომისული ვარიანტითაც კი, თუ 197 ლარს მხოლოდ საკვებად ჩავთვლით და მას ზემოდან 30-ის ნაცვლად სხვა ხარჯებისთვის 40%-ს დავამატებთ, მივიღებთ 328 ლარს, მაშინ როცა ასაკობრივი პენსია 240 და 275 ლარია.


2021 წლის ბიუჯეტში ასაკობრივი პენსიის გასაცემად 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. 2012 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.065 მლრდ ლარს უდრიდა, ინფლაციის გათვალისწინებით - 1.422 მლრდ ლარს. 2012-2020 წლებში ქვყნის ეკონომიკა 24.3%-ით გაზიარდა, საპენსიო ხარჯი - 83%-ით.


2012 წელს 67 წლამდე პირები 110 ლარს იღებედნენ, 67 წლიდან ზემოთ 125 ლარს. 2021 წელს 70 წლამდე პირების პენსია 240 ლარი გახდა, 70 წლის და უფრო მეტი ასაკის ადამიანების 275. მაღალმთიან რეგიონში ორივე ასაკობრივ კატეგორიას 20-20 პროცენტი ემატება და შესაბამისად 288-330 ლარს უტოლდება, მაგრამ რადგან მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის მხოლოდ 6.7% ცხოვრობს, ეს ნამატი ხარჯზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.


ინფლაციის გათვალისწინებით 2012-2021 წლებში პენსია 63-65 პროცენტით გაიზარდა (2012 წლის 110 ლარი მსყიდველობითუნარიანობით 2021 წლის 147 ლარს უდრის, 125 ლარი კი 167 ლარს).



თანხობრივი ზრდის გარდა, 2012-2020 წლებში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 683 000-დან 784 000-მდე გაიზარდა. 2012-2018 წლებში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 72-დან 73.6 წლამდე მოიმატა. ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ,  რომ პენსიის 10%-იანი ზრდა, საპენსიო ხარჯის დაახლოებით 13%-იან ზრდას გამოიწვევს.


პენსიონერთა რაოდენობის შესახებ საქსტატს 2021 წლის მონაცემები არ დაუდია, წინა წლების საშუალო 2.5%-იანი ზრდის გათვალისწინებით მან უკვე 800 000-ს უნდა გადააჭარბოს, მაგრამ თუნდაც 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით 784 ათასი პირისთვის ყოველთვიურად 330 ლარის გადახდა საპენსიო ბიუჯეტის 3.1 მლრდ ლარამდე გაზრდას გამოიწვევდა, ანუ საჭირო გახდებოდა არსებულზე 500 მლნ ლარით მეტის მობილიზება.


პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ხელისუფლებას რაიმე კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ პოლიტიკურად ძნელი ასახნელი იქნება, რომ სახელმწიფო მოსახლეობის თითქმის 20%-ს საარსებო მინიმუმს მიღმა ტოვებს.


პენსიის ზრდის არაოფიციალური ვალდებულება, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, რომელთაგანაც უმთავრესი უმუშევრობის ზრდის საფრთხეა, მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესებასაც აფერხებს. მიჩნეულია, რომ ასაკობრივი პენსია მინიმალურ ხელფასზე ნაკლები არ უნდა იყოს. სექტემბერში პარლამენტმა დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა ჩააგდო, რომელიც სრულ განაკვეთზე მომუშავე  პირისთვის მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა, ანუ ხელზე ასაღები ხელფასი 392 ლარი უნდა გამხდარიყო. 390 ლარიანი პენსიისთვის 3.370 მლრდ ლარია საჭირო ანუ ამჟამინდელზე 770 მლნ ლარით მეტი.


საქართველოს ეკონომიკას $1000-იანი პენსიის დაწესება თეორიულადაც არ შეუძლია. 330 და 390 ლარის კი, მაგრამ ეს მთელ რიგ პრობლემებს წარმოშობს. არსებობს 2 გზა ფული ან სხვა მიმართულებებს უნდა მოაკლდეს: განათლებას, თავდაცვას, შსს-ს, ინფრასტრუქტურას რაც ქვეყნის უსაფრთოხეობისა და ინფრასტრუქტურული გარემოს მოშლას გამოიწვევს, ან უბრალოდ ეროვნულმა ბანკმა მთავრობის არაოფიციალური დავალებით ბევრი ფული დაბეჭდოს, ასეთ შემთხვევაში 330 ლარიც გახდება პენსია და 3300 ლარიც, ოღონდ მისი მსყიდველობითუნარიანობა არ გაიზრდება. 27 წლის წინ საქართველოში ყველა მილიონერი იყო, მაგრამ იმ მილიონებს მხოლოდ პურის გრძელ რიგში ხარჯავდა.


2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 54 ათასით, 1.242 მლნ-მდე შემცირდა, მათგან დაქირავებით დასაქმებული მხოლოდ 845 ათასია, კლება 1 წელიადში - 52 ათასი. 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ასაკით პენსიის მიმღებთა რაოდენობას 17.6%-ით აღემატებოდა, 2020 წელს მხოლოდ 7.8%-ით. 2012-2020 წლებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 11.3%-ით, პენსიონერთა რაოდენობა კი 14.8%-ით გაიზარდა.


2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა საპენსიო უზრუნველყოფისთვის 16.6%-ით - 370 მლნ ლარით მეტი თანხა გამოიყო.


გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 8%-ს გადააჭარბა, წელს 7%-ზე მაღლა ნარჩუნდება, ამავე დროს სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 60%-ს გადასცდა. ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დაბალი პენსია მხოლოდ და მხოლოდ შედეგია მწირი ეკონომიკის და არავითარ შემთხვევაში მიზეზი.


არსებული რეალობის მიხედვით, პენსიონერთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი კი ან უფრო დაბალი ტემპით იზრდება, ან საერთოდ მცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობაც რეკორდულად 100 000-ით 532 000-მდე გაიზარდა. გამოდის, რომ სახელმწიფოს ყოველწლიურად ეზრდება ისეთი ხარჯი რომელსაც უკან ვერ იბრუნებს, შიდა ინვესტიციები კი უმცირდება.


პენსიონერთა აბსოლუტური რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მათი წილიც მთელ მოსახლეობაში, რადგან გარდა იმისა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მზარდია, შობადობა კლებადია. თუ 60-იან წლებში საქართველოში წელიწადში დაბადებულთა რაოდენობა 100 000-ს აღწევდა, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ის უკვე 50 000-ის ფარგლებში მერყეობს.


2019 წლიდან ქვეყანაში სავალდებულო საპენსიო დაზღვევა ამოქმედდა, პრინციპით 2+2+2, რომლის მიხედვითაც ყველა დაქირავებით დასაქმებულს დარიცხული ხელფასიდან 2% ეჭრება, 2%-ს დამსაქმებელი უმატებს, ხოლო 2% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხება. 40 წელს გადაცილებულ პირებს სისტემის დატოვებისთვის სამთვიანი ვადა ჰქონდათ. 2021 წელს საპენსიო ფონდისთვის 220 მლნ ლარი გამოიყო.


იმაზე რომ სახელმწიფო მომავალში დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს მოსახლეობის პენსიით უზღუნველყოფას არავინ დაობს. კამათს 2 საკითხი იწვევს. 1) უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო და 2) რამდენად გამართლებულია რომ დასაქმებულს ბიუჯეტიდან თანხა უმუშევარმაც უხადოს.


საპენსიო ფონდის სარგებლიანობა ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება, მანამდე კი უბრალოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდაა საჭირო. ეკოომიკური ზრდის ტემპი, როგორც მინიმუმ უნდა უთანაბრდებოდეს საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების ზრდის ტემპს, უკეთეს შემთხვევაში უნდა უსწრებდეს  კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებთან დაწევა კიდევ უფრო რთული ამოცანა გახდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up