რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ ისაუბრეს. გადაცემის წამყვანის „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა შურღაიას კითხვებს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია - სტარტ ბიზნეს სოლუშენსის დირექტორი და მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია პასუხობდა.
„ეკონომიკა მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ განიცდის იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ დივიდენტებზეა აგებული ყველაფერი. უნდა ავირჩიოთ ერთი სფერო,სადაც ვიტყვით,რომ აი, აქუნდა ვიყოთ ყველაზე მაგრები, როგორც კომპანიას სჭირდება,რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ისე სჭირდება ეს ქვეყანასაც.
ყველა ჩვენი პრობლემა განათლების სისტემაში არსებული გარღვევებით იწყება. მეორე გამოწვევას წარმოადგენს სასამართლო სისტემა, ხოლო მესამე კომპონენტი,როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით თუ ვუყურებთ ამას სახელმწიფოს ჭრილიდან, არის ის,რომ ჩვენ გვქონდეს მიწოდების მთელი ჯაჭვი. პრობლემები გვაქვს ნედლეულის კომპონენტში, არ ვართ საინტერესო დიდი ქვეყნებისთვის და დიდი დისტრიბუციისთვის. არავის სჭირდება არასისტემური მიწოდება. ყველაზე მნიშვნელოვანია,რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს,რაში შეიძლება იყოს ეს ქვეყანა კონკურენტუნარიანი და სწორედ ამ მიმართულებით ჩაიდოს რესურსები. სახელმწიფო ვერ იაზრებს, სად უნდა ჩადოს ეს რესურსი. საჭიროა სწორი პლატფორმის შემოთავაზება, დანარჩენი უკვე კერძო ბიზნესის საქმეა,”_ ამბობს ლარისა პატარაია.