„ჩვენ ღარიბი და მცირე ეკონომიკა რომ გვაქვს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა“ –აკაკი ზოიძე სსფ-ის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაზე

„ჩვენ ღარიბი და მცირე ეკონომიკა რომ გვაქვს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა“ –აკაკი ზოიძე სსფ-ის მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაზე

access_time2019-10-23 10:00:17

„ჩვენ ღარიბი და მცირე ეკონომიკა რომ გვაქვს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა.“ – ასე შეაფასა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, მშპ-ს მაჩვენებლით საქართველო 105-ე ადგილს იკავებს.


როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (WEO) განაახლა. მათი გაანგარიშებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით საქართველო 191 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს.

 

საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ მოსახლეზე $12,227 დოლარს შეადგენს. IMF ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსყიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს, ანუ PPP-ს (purchase power parity). გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

 

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2019 წელს დაახლოებით $12,227 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,289 დოლარია.


აკაკი ზოიძე აღნიშნულ მაჩვენებელს საქართველოს ეკონომიკისთვის „არც ისე ცუდ“ რიცხვად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეკონომიკაში დაჩქარებული ძვრები აუცილებელია, რათა ქვეყანა საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში აღმოჩდეს.


 „ეკონომიკა იზრდება, მაგრამ არა იმ ტემპით, რომელიც არის ჩვენთვის სასურველი. რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს და გვექნება მომავალ წელსაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია კიდევ უფრო დაჩქარება, რათა გადავიდეთ საშუალო შესაძლებლობის ქვეყნების რიგებში. თუმცა, დღესდღეობით რაც კეთდება და მომავალი წლისთვის რა პროგნოზიც გავქვს ეს გაცილებით დიდი იმედების მომცემია. ამ ეტაპზე რეგიონალური სიტუაციების გათვალისწინებით 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა  არ არის ცუდი -  რა თქმა უნდა არ არის სასურველი და უკეთესი გვინდა, მაგრამ არც ცუდი მაჩვენებელია.“- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.


„კომერსანტმა“ მოსაზრება ეკონომიკის ექსპერტსაც ჰკითხა, გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ტემპით და იმის გათვალისწინებით რომ მომავალი წელი საარჩევნო წელია, ბევრი პოპულისტური განცხადება და ეკონომიკის ზრდის საწინააღმდეგო ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, კიდევ უფრო დააზარალებს ჩვენს პოზიციებს მსოფლიოს რუკაზე.


„ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი მშპ დიდად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, გვქონდა პერიოდი, როდესაც საშუალოდ 7 -8 პროცენტით იზრდებოდა  ეკონომიკა, მაგრამ  ბოლო 7 -8 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა სადღაც 4 პროცენტია, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. ამის მიზეზი ისაა, რომ  ძირითადი რეფორმების 90 პროცენტი ზრდის საწინააღმდეგოა.  იყო რამდენიმე რეფორმა, რომელიც ზრდას ხელს შეუწყობდა - მოგების გადასახადის გაუქმების მსგავსი, მაგრამ სხვა ყველა ეკონომიკური რეფორმა, რაც  მახსენდება ანელებს ეკონომიკას.  თუ მიდრეკილება არის გადასახადების გაზრდაზე, აქციზის გაზრდაზე, რეგულაციების დაწესებაზე, ეს ანელებს ეკონომიკას. ამის გამო, საინვესტიციო კლიმატი კარგი არ არის ქვეყანაში და გარედან ინვესტიციების შემოდინება შემცირებულია.  ეს აისახება მშპ-ზე. მომავალი წელი საარჩევნო წელია, მოლოდინი არის, რომ პოლიტიკოსები არჩევნებისთვის ისეთი პოლიტიკის გატარებას შეეცდებიან, რომ მეტი ხმა მიიღონ.  როცა ასე განეწყობიან, იქნება მეტი პოპულისტური დაპირებები.  მათგან დაპირებული უფასო ხომ სულაც არ ნიშნავს უფასოს და რაც სჭირდება ეკონომიკას, იმის საპირისპირო რამეს გააკეთებენ. ამიტომაც სულ არ ველოდები, რომ რამენაირად გაიზრდება ჩვენი მაჩვენებელი მშპ-ს კუთხით. - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი

 

ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

 

1 კატარი - $132,886.00 დოლარი;

2 მაკაო SAR - $114,363.00 დოლარი;

3 ლუქსემბურგი - $108,951.00 დოლარი;

4 სინგაპური - $103,181.00 დოლარი;

5 ირლანდია - $83,399.00 დოლარი;

6 ბრუნეი - $80,384.00 დოლარი;

7 ნორვეგია - $76,684.00 დოლარი;

8 არაბეთის გაერთიანებული საამიროები - $69,435.00 დოლარი;

9 ქუვეითი - $66,387.00 დოლარი;

10 შვეიცარია - $66,196.00 დოლარი;

11 შეერთებული შტატები - $65,112.00 დოლარი;

12 ჰონგ კონგი - $64,928.00 დოლარი;

13 სან მარინო - $61,575.00 დოლარი;

14 ნიდერლანდები - $58,341.00 დოლარი;

15 ისლანდია - $56,066.00 დოლარი;

16 საუდის არაბეთი - $55,704.00 დოლარი;

17 ტაივანი - $55,078.00 დოლარი;

18 შვედეთი - $54,628.00 დოლარი;

19 დანია - $53,882.00 დოლარი;

20 გერმანია - $53,567.00 დოლარი;

21 ავსტრია - $53,558.00 დოლარი;

22 ავსტრალია - $53,379.00 დოლარი;

23 ბაჰრეინი - $50,931.00 დოლარი;

24 კანადა - $50,725.00 დოლარი;

25 ბელგია - $49,529.00 დოლარი;

26 ფინეთი - $47,975.00 დოლარი;

27 მალტა - $47,405.00 დოლარი;

28 ომანი - $47,366.00 დოლარი;

29 საფრანგეთი - $47,223.00 დოლარი;

30 გაერთიანებული სამეფო - $46,827.00 დოლარი;

31 იაპონია - $45,546.00 დოლარი;

32 კორეა - $44,740.00 დოლარი;

33 ესპანეთი - $41,592.00 დოლარი;

34 კვიპროსი - $41,407.00 დოლარი;

35 Ახალი ზელანდია - $40,943.00 დოლარი;

36 იტალია - $40,470.00 დოლარი;

37 არუბა - $40,148.00 დოლარი;

38 პუერტო რიკო - $40,067.00 დოლარი;

39 ისრაელი - $39,121.00 დოლარი;

40 ჩეხეთის რესპუბლიკა - $38,834.00 დოლარი;

41 სლოვენია - $38,462.00 დოლარი;

42 ლიტვა - $36,701.00 დოლარი;

43 სლოვაკეთის რესპუბლიკა - $36,640.00 დოლარი;

44 ესტონეთი - $35,853.00 დოლარი;

45 უნგრეთი - $34,046.00 დოლარი;

46 პოლონეთი - $33,891.00 დოლარი;

47 პორტუგალია - $33,665.00 დოლარი;

48 ბაჰამის კუნძულები - $33,333.00 დოლარი;

49 მალაიზია - $32,881.00 დოლარი;

50 ტრინიდადი და ტობაგო - $32,715.00 დოლარი;

51 სეიშელის კუნძულები - $31,693.00 დოლარი;

52 ლატვია - $31,402.00 დოლარი;

53 სენტ-კიტსი და ნევისი - $30,578.00 დოლარი;

54 საბერძნეთი - $30,252.00 დოლარი;

55 რუსეთი - $29,642.00 დოლარი;

56 ანტიგუა და ბარბუდა - $29,346.00 დოლარი;

57 ყაზახეთი - $28,849.00 დოლარი;

58 თურქეთი - $28,264.00 დოლარი;

59 რუმინეთი - $27,998.00 დოლარი;

60 ხორვატია - $27,729.00 დოლარი;

61 პანამა - $26,822.00 დოლარი;

62 ჩილე - $26,317.00 დოლარი;

63 მავრიკი - $24,996.00 დოლარი;

64 ბულგარეთი - $24,595.00 დოლარი;

65 ურუგვაი - $23,581.00 დოლარი;

66 მალდივები - $23,312.00 დოლარი;

67 ეკვატორული გვინეა - $21,300.00 დოლარი;

68 მექსიკა - $20,868.00 დოლარი;

69 ბელორუსია - $20,644.00 დოლარი;

70 თურქმენეთი - $20,411.00 დოლარი;

71 ტაილანდი - $20,365.00 დოლარი;

72 მონტენეგრო - $20,084.00 დოლარი;

73 არგენტინა - $20,055.00 დოლარი;

74 ჩინეთი - $19,504.00 დოლარი;

75 დომინიკის რესპუბლიკა - $19,411.00 დოლარი;

76 გაბონი - $19,057.00 დოლარი;

77 ბარბადოსი - $18,921.00 დოლარი;

78 აზერბაიჯანი - $18,616.00 დოლარი;

79 სერბეთი - $18,564.00 დოლარი;

80 ბოტსვანა - $18,558.00 დოლარი;

81 კოსტა - რიკა - $18,038.00 დოლარი;

82 ერაყი - $18,025.00 დოლარი;

83 ირანის ისლამური რესპუბლიკა - $17,662.00 დოლარი;

84 გრენადა - $16,717.00 დოლარი;

85 ჩრდილოეთ მაკედონია - $16,486.00 დოლარი;

86 ბრაზილია - $16,462.00 დოლარი;

87 პალუა - $16,235.00 დოლარი;

88 ალჟირი - $15,696.00 დოლარი;

89 კოლუმბია - $15,541.00 დოლარი;

90 სურინამი - $15,532.00 დოლარი;

91 ლიბანი - $15,049.00 დოლარი;

92 პერუ - $14,719.00 დოლარი;

93 სენტ ლუსია - $14,492.00 დოლარი;

94 მონღოლეთი - $14,309.00 დოლარი;

95 ბოსნია და ჰერცოგოვინა - $14,220.00 დოლარი;

96 ეგვიპტე - $14,023.00 დოლარი;

97 ინდონეზია - $13,998.00 დოლარი;

98 ალბანეთი - $13,991.00 დოლარი;

99 შრი ლანკა - $13,897.00 დოლარი;

100 სამხრეთ აფრიკა - $13,754.00 დოლარი;

101 პარაგვაი - $13,584.00 დოლარი;

102 ტუნისი - $12,661.00 დოლარი;

103 სენტ ვინსენტი და გრენადინები - $12,454.00 დოლარი;

104 კოსოვო - $12,322.00 დოლარი;

105 საქართველო - $12,227.00 დოლარი;

106 ფიჯი - $12,147.00 დოლარი;

107 დომინიკა - $12,008.00 დოლარი;

108 ეკვადორი - $11,743.00 დოლარი;

109 ნამიბია - $11,266.00 დოლარი;

110 ესვატინი - $11,161.00 დოლარი;

111 სომხეთი - $11,083.00 დოლარი;

112 ბუტანი - $9,876.00 დოლარი;

113 უკრაინა - $9,775.00 დოლარი;

114 იამაიკა - $9,692.00 დოლარი;

115 იორდანია - $9,649.00 დოლარი;

116 ფილიპინები - $9,471.00 დოლარი;

117 ლიბია - $9,358.00 დოლარი;

118 მაროკო - $9,235.00 დოლარი;

119 გაიანა - $9,094.00 დოლარი;

120 უზბეკეთი - $9,000.00 დოლარი;

121 ნაურუ - $8,999.00 დოლარი;

122 გვატემალა - $8,705.00 დოლარი;

123 ბელიზი - $8,664.00 დოლარი;

124 ინდოეთი - $8,378.00 დოლარი;

125 ელ სალვადორი - $8,313.00 დოლარი;

126 ბოლივია - $8,172.00 დოლარი;

127 ლაოსი - $8,110.00 დოლარი;

128 ვიეტნამი - $8,066.00 დოლარი;

129 კაბო ვერდე - $7,729.00 დოლარი;

130 მოლდოვა - $7,703.00 დოლარი;

131 კონგოს რესპუბლიკა - $7,174.00 დოლარი;

132 განა - $6,956.00 დოლარი;

133 ანგოლა - $6,752.00 დოლარი;

134 მიანმარი - $6,707.00 დოლარი;

135 ტონგა - $6,486.00 დოლარი;

136 სამოა - $6,152.00 დოლარი;

137 ნიგერია - $6,055.00 დოლარი;

138 პაკისტანი - $5,872.00 დოლარი;

139 ჯიბუტი - $5,568.00 დოლარი;

140 ჰონდურასი - $5,395.00 დოლარი;

141 ნიკარაგუა - $5,290.00 დოლარი;

142 ტიმორ-ლესტე - $5,254.00 დოლარი;

143 ბანგლადეში - $5,028.00 დოლარი;

144 მავრიტანია - $4,881.00 დოლარი;

145 კამბოჯა - $4,664.00 დოლარი;

146 კოტ დ 'ივუარი - $4,457.00 დოლარი;

147 ტუვალუ - $4,277.00 დოლარი;

148 ზამბია - $4,148.00 დოლარი;

149 სუდანი - $4,072.00 დოლარი;

150 ყირგიზეთის რესპუბლიკა - $4,056.00 დოლარი;

151 პაპუა ახალი გვინეა - $3,983.00 დოლარი;

152 კამერუნი - $3,955.00 დოლარი;

153 კენიაში - $3,875.00 დოლარი;

154 მარშალის კუნძულები - $3,868.00 დოლარი;

155 სენეგალი - $3,853.00 დოლარი;

156 ლესოტო - $3,615.00 დოლარი;

157 ტაჯიკეთი - $3,589.00 დოლარი;

158 მიკრონეზია - $3,562.00 დოლარი;

159 ბენინი - $3,446.00 დოლარი;

160 ტანზანია - $3,402.00 დოლარი;

161 სან ტომე და პრინსიპი - $3,387.00 დოლარი;

162 ნეპალი - $3,318.00 დოლარი;

163 ვანუატუ - $2,957.00 დოლარი;

164 კომორები - $2,799.00 დოლარი;

165 გამბია - $2,745.00 დოლარი;

166 ზიმბაბვე - $2,702.00 დოლარი;

167 უგანდა - $2,631.00 დოლარი;

168 ეთიოპია - $2,511.00 დოლარი;

169 ჩადი - $2,481.00 დოლარი;

170 მალი - $2,471.00 დოლარი;

171 რუანდა - $2,452.00 დოლარი;

172 გვინეა - $2,441.00 დოლარი;

173 სოლომონის კუნძულები - $2,303.00 დოლარი;

174 იემენი - $2,280.00 დოლარი;

175 კირიბატი - $2,138.00 დოლარი;

176 ავღანეთი - $2,095.00 დოლარი;

177 ბურკინა ფასო - $2,077.00 დოლარი;

178 გვინეა-ბისაუ - $2,019.00 დოლარი;

179 ჰაიტი - $1,878.00 დოლარი;

180 ტოგო - $1,826.00 დოლარი;

181 მადაგასკარი - $1,699.00 დოლარი;

182 სიერა ლეონე - $1,690.00 დოლარი;

183 სამხრეთ სუდანი - $1,602.00 დოლარი;

184 ლიბერია - $1,414.00 დოლარი;

185 მოზამბიკი - $1,303.00 დოლარი;

186 მალავი - $1,240.00 დოლარი;

187 ნიგერი - $1,106.00 დოლარი;

188 ერითრეა - $1,060.00 დოლარი;

189 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - $849.00 დოლარი;

190 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - $823.00 დოლარი;

191 ბურუნდი - $727.00 დოლარი.


მარიამ მორგოშია




„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up