ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

access_time2019-11-15 19:45:18

20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.


2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლნების შედეგ კი 1 კვირის განმავლობაში 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ეროვნული ბანკისა და მთავრობის ჩარევისა, პროცესის უკან მობრუნება ვეღარ მოხერხდა. სებ-მა, რამდენჯერმე ნახტომისებურად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, შეამცირა კომერციული ბანკების სარეზერვო ნორმა უცხოურ ვალუტაში და ამით 700 მლნ დოლარი გამოათავისუფლა, ასევე გაყიდა სავალუტო რეზერვები, თუმცა ვალუტა ვერა და ვერ გაამყარა, შესაბამისად, ვერც ინფლაციური წნეხი მოხსნა.


საგულისხმოა ისიც, რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, ლარმა გაუფასურება იქამდე დაიწყო, სანამ რუსეთიდან მომდინარე საჰაერო ემბარგო და მისი ეფექტი აისახებოდა ეკონომიკაზე. უარყოფთმა მოლოდინმა, რომლის შექმნაშიც სამთავრობო გუნდი მთავარი აქტორი გახლდათ, მალევე აისახა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. არადა, სტატისტიკით ირკვევა, რომ არც ტურისტები და არც მათგან მიღებული თანხა დაგვკლებია, პირიქით, ორივე მიმართულება გაზრდილია, მათ შორის, რუსეთიდანაც.


ახლა კი მეტ-ნაკლები სტაბილურობის შემდეგ, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშეა და ხელისუფლება კვლავ უმართავი პროცესების მოლოდინს ქმნის. გარდა იმისა, პროპორციული იქნება თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და დარჩება თუ არა 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ძალაში, ახლა მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ისაა, მიიღებს თუ არა დარტყმას ეკონომიკა და ხომ არ გაუფასურდება ლარი კიდევ უფრო მეტად. თავისუფალი ცურვის რეჟიმში მყოფი ვალუტა რომ ხშირად დახრჩობის პირასაა, ეს ყველაზე მძიმედ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ფენაზე აისახება, რომელიც ქვეყნის დიდ უმრავლესობას წარმოადგენს და რომელთაც მძიმე ზამთრის შიშს, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული გეგმის უქონლობა, კიდევ უფრო უმძაფრებს.


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ პროცესების სიმძიმის პროპორციული იქნება ეკონომიკური პრობლემებიც. ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კი უმთავრესად ხელისუფლებას ეკისრება.


ნებისმიერი ბუნდოვანი ვითარება, რომელიც არის ქვეყნის შიგნით და ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობა, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ყველა ეკონომიკურ პროცესზე, მათ შორის ლარის კურსზე, ინვესტორების მხრდიან ნდობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ. როდესაც პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს და ეს ხდება დღის წესრიგის განმსაზღვრელი, ბუნებრივია, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და იმიჯს.



ამ ვითარებიდან არც მე და ალბათ არც სხვა არ ელოდება არავითარ პოზიტიურს, პირიქით. პროცესი თუ იქნება მასშტაბური და გრძელვადიანი, რასაკვირველია, ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველაფერზე. მთავარი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ხელისფულებას და არავის სხვას.


არ შეიძლება ეროვნული ბანკის რომელიმე ნაბიჯი დავუკავშიროთ ამას ან პარალელი გავავლოთ, თუმცა ლარის გამყარება, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად იყო მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, დადგება ეჭვქვეშ, თუ კი პროტესტი იქნება გრძელვადიანი.


რა მოხდება მომავალში ამის პროგნოზირება ახლა მჩხიბავების საქმე უფროა. უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები და ზუსტად მისი პროპორციული იქნება გავლენა ეკონომიკაზეც” - განუცხადა რეზონანსს გვიდიანმა.


ლარზე აქციების გავლენას გამორიცხავს და სპეკულაციების თემად მიჩნევს, ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე. მისი აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა სისტემურად არასწორია და ის 20 ივნისის შემდეგ არ ყოფილა მიმართული ვალურის გამყარებისაკენ.


ეროვნული ბანკი, როგორც სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონა, მისდევს მის რეკომენდაციებს და მიზანმიმართულად აღარიბებს მოსახლეობას. ეს არის ფაქტი. ჩემი შეხედულებით, მისი არც ერთი ნაბიჯი, 20 ივნისის შემდეგ არ ყოფილა სისტემური და რეალური კურსის გამყარებისათვის. ნუ გვატყუებენ, რომ ლარს აუფასურებს ქუჩის პროტესტი. სინამდვილეში მასზე ნეგატიური გავლენა მხოლოდ და მხოლოდ ვალუტების თანაფარდობას აქვს და იმას, რომ ბაზარზე და დეპოზიტებზე ჭარბი ლარია.


ეკონომიკაზე ნამდვილად ახდენს გავლენას არასტაბილური გარემო, მაგრამ ხელისუფლება იტყუება, როცა ამ მასშტაბის დამუხრუჭების მიზეზად, მხოლოდ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ასახელებს”, - აღნიშნა რეზონანსთან საუბრისას ეკონომისტმა.


შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ, პრემიერი და მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას ვარაუდობდა. ასეთია საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზიც, თუმცა მაშინ ასეთ პოლიტიკურ კრიზისს არავინ ელოდა. ლარის კურსი 14 ნოემბრისათვის 2.96-ის ნიშნულზეა, თუმცა ზოგიერთ კომერციულ ბანკსა და სავალუტო ჯიხურში მცირედი რყევა უკვე შეინიშნება.


გაზეთი „რეზონანსი“





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up