Extinction Rebellion--ეკომოძრაობა აქციებს მსოფლიოს 60-მდე ქალაქში მართავს

Extinction Rebellion--ეკომოძრაობა აქციებს მსოფლიოს 60-მდე ქალაქში მართავს

access_time2019-10-08 22:45:55

ეკომოძრაობა Extinction Rebellion-ის წევრებმა 7 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აქტივისტები მსოფლიოს დაახლოებით 60-მდე ქალაქში გეგმავენ საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას, როგორც ეს ლონდონში აპრილში გააკეთეს.

 

მოძრაობის წევრები მთავრობებისგან ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ღონისძიებებს ითხოვენ. ლონდონში აქციის მონაწილეებმა პარლამენტამდე და ბრიტანეთის მთავრობის შენობამდე მისასვლელი რამდენიმე ხიდი და ქუჩა გადაკეტეს. რამდენიმე აქტივისტმა თავი საკუთარ ავტომობილზე მიიწება. პოლიციამ აქციაზე 280 ადამიანი დააკავა.

 

ეკომოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ლონდონში ახალ საპროტესტო ტალღაში ხუთჯერ მეტი ადამიანი ჩაერთვება ვიდრე ეს აპრილში იყო. მაშინ პოლიციამ 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

 


დიდი ბრიტანეთის გარდა, საპროტესტო აქციები აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინდოეთში გაიმართა.

 

ბერლინში აქტივისტებმა მთავარი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაბლოკეს, სიდნეიში თავი მკვდარ ფუტკრებად წარმოაჩინეს, ველინგტონში მჯდომარე გაფიცვა მოაწყვეს, ნიუ-იორკში კი ხელოვნური სისხლი უოლ-სტრიტის ხარს შეასხეს.

 

imedinews.ge


თეგები:
Extinction Rebellion



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up