„ეკომარტი“ -  ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების ონლაინ მაღაზია გაიხსნა

access_time2020-06-02 11:55:59

დღეიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ონლაინ სავაჭრო პორტალ www.ecomart.ge-ზე შეიძინონ ნატურალური პროდუქტები. ნებისმიერ შეკვეთას თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ.


გარემოსადმი მეგობრული კონცეფციით შექმნილი მაღაზია საქართველოში წარმოებულ ხარისხიან და ეკოლოგიურ პროდუქციას უყრის თავს. ეკომრავალფეროვნება „ეკომარტის“ მთავარი უპირატესობაა. სასურსათო პროდუქტები, საკვები დანამატები, სასმელი, მცენარეთა და ცხოველთა მოვლის საშუალებები, სამკურნალო მცენარეები, თავის მოვლის ნატურალური პროდუქტები და ეკომეგობრული ნივთები - ეს ის კატეგორიებია, რომლებსაც „ეკომარტი“ ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ. ეკომეგობრული მაღაზია ონლაინ სავაჭრო ქსელს ამბიციური გეგმებით უერთდება. ასორტიმენტის მუდმივი ზრდით, სეზონური პროდუქციის დამატებითა და სპეციალური შეთავაზებებით მომხმარებლის განებივრებას აპირებს.


„ეკომარტის“ პროექტი საქართველოში ორგანული (ბიო) და გარემოსათვის სასარგებლო წარმოების პოპულარიზებას ემსახურება. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობა ბიოსტანდარტებს აკმაყოფილებს, მათგან ბევრი შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელიცაა. „ეკომარტი“ მომხმარებლისთვის სანდო სავაჭრო სივრცეა, სადაც დადასტურებულად  მაღალი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი.



www.ecomart.ge ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკუთრებაა. პროექტის სპონსორია პროკრედიტ ბანკი.  მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი მიმართულება, ისევე, როგორც ქართული ბიზნესის განვითარება გერმანული ბანკისთვის    უკვე წლებია სტრატეგიის ნაწილია. ასოციაცია „ელკანა” კი თავისი ძირითადი საქმიანობით ბიომეურნეობების ხელშეწყობასა და წინსვლას ემსახურება. 


აირჩიე მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო შენთვისა და გარემოსთვის!


(R)


თეგები:
ეკომარტი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი ჩინურია

The Banker: მსოფლიოს 4 უმსხვილესი ბანკი  ჩინურია
access_time2020-07-02 20:00:03
გამოცემა The Banker-მა მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ხუთეული უცვლელი დარჩა.კაპიტალის ოდენობის თვალსაზრისით, დედამიწის უმსხვილესი ბანკია ჩინური Industrial and Commercial Bank of China ($380 მლრდ.)მას  3 ასევე მოწინავე ჩინური  ბანკი მოჰყვება  -  China Construction Bank ($316 მლრდ), Agricultural Bank of China ($277 მლრდ.) და  Bank of China ($258  მლრდ.).   დიდ ხუთეულში...


მსგავსი სიახლეები

up