ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა

access_time2021-01-15 20:00:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა სავარაუდო 2021 წლის პირველი კვარტალში შემოვა.



„შევიმუშავეთ ვაქცინის მარეგულირებელი ჩარჩო , რათა საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიცირებაც განხორციელდა. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ როგორია ქვეყანის მზაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობაც, რათა ვაქცინის მიმართ სანდოობა გაიზარდოს“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.



მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ „კოვაქს“ პლატფორმიდან წერილი მიიღო, ხოლო საპასუხო წერილს ქვეყანაში ვაქცინის მიღების მზაობასთან დაკავშირებით, უწყება 18 იანვარს გააგზავნის.





„ჩვენ ვართ გაერთიანებული „კოვაქს პლატფორმაში“, სადაც შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ "ფაიზერის" ვაქცინა. „კოვაქს პლატფორმიდან“ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მზაობა ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც „კოვაქს“ პლატფორმაზე განთავსდება. მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი.



„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი, რაც 18 წელს ზემოთ კონტიგენტს გულისხმობს. საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.



ფორმალური პროცედურების შემდეგ პროექტი ჯერ საკოორდინაციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.








სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...


მსგავსი სიახლეები

up