ეკატერინე ტიკარაძის უწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყება

ეკატერინე ტიკარაძის უწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყება

access_time2019-12-25 18:40:49

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება. დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.  ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა.

როგოც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

„ჩვენი ჯანდაცვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად იქნება იმ ხარისხის რა მოთხოვნებიც აქვთ ჩვენს პაციენტებს, იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, მოხდება ექიმების გადამზადება, ასევე კლინიკების ინფრასტრუქტურის და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით მუშაობის დაწყება, დაწესდება ხარისხის კონტროლის მექანიზმებიც. ცვლილებები შეეხება, როგორც სოფლებს ასევე დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმსა და  ქუთაისს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე კი 5.3%-ით  შემცირდეს სიკვდილიანობა.

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, უკვე ჩამოყალიბდა, ტელემედიცინის შესაძლებლობების ბაზისური და შედარებით მაღალგანვითარებული მოდელები, მობილიზებულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და უკვე მარტიდან შესაძლებელია  სოფლად დაიწყოს ბაზისური ტელემედიცინის მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის განვითარებისთვის ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენებას.


"ასევე არის კონკრეტული ცვლილებები დიდ ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიდან მოსახლეობის გადანაწილების მიმართულებით,  რაც ჩვენთვის არის  მთავარი მექანიზმი პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. რათა ხარჯების მიმართვა მოხდეს ისეთი დაწესებულებებისკენ, რომელთაც აქვთ ტრადიციული, სტანდარტული პირველადი ჯანდაცვის პაკეტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღევანდელ ღონისძიებაზე, სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა, სამედიცინო და ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების სააგენტომაც. სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, იგეგმება გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც უფრო გაამარტივებს და გააადვილებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, ამასთანავე  მოხდება კონტროლის ზრდა წამლების ხარისხზეც, მათი ლაბორატორიულად უფრო ხშირად გადამოწმების გზით. ზაალ კაპანაძემ მედიკამენტების ფასის რეგულირების ნაწილზეც ისაუბრა, მისი თქმით, ფასის რეგულირება მსოფლიოში ყველგან ხდება, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი გზით.

„დღეს კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ფორმას აირჩევს სამინისტრო და სააგენტო ამ მიმართულებით თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასატარებელია გარკვეული ღონისძიებები და შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე, არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით ნელ-ნელა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს ბაზარზე წამლის ფასის დარეგულირება“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მათ უსაფრთხოებაზე და ხარისხზე მუშაობაა.

„წამლის რეგულირების კუთხით, მთავარი ამოცანა იქნება შევისწავლოთ იმ წამლების ხარისხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე არსებობს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს სანდოობა და ასევე  უსაფრთხო  წამალზე ხელმისაწვდომობის საშუალება. რაც შეეხება ფასებს ეს არის უკვე შემდგომი ნაბიჯი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გარანტირებულად მაღალი ხარისხის მედიკამენტები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 





„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up