„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

access_time2019-12-12 10:00:40

ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია  საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი. ეკონომისტისთვის კატეგორიულად მიუღებელია დარგს აუკრძალო მოგების მიღება.

 

„ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის რასაკვირველია არასდროს იქნება მომგებიანი, მაგრამ იმ სტრუქტურებისთვის რომელთაც ჰოსპიტალურ სექტორში ინტერესი გააჩნიათ და თუ ბიზნესი არ იქნება მომგებიანი, მაშინ ისინი ვინ არიან? შემწეობის გამცემები? მოგება თუ არ გვინდა ანუ ზღვარი უნდა დაუწესონ? ზღვარის დაწესება, რაც შეიძლება უქნას საბაზრო ეკონომიკას ეს პირველ კურსელმა ეკონომისტმაც კარგად იცის. როდესაც ზღვარს დაუწესებ, თუნდაც სახელმწიფო საავადმყოფოს,დაიწყება კორუფცია და ჩრდილოვანი გარიგებები, რადგან კორუფცია არის სახელმწიფო სექტორის დამახასიათებელი. ამ ჩრდილოვანი გარიგებებით ისინი პრაქტიკულად კონკურენციაში შევლენ და თავისუფალ კონკურენციას კერძო სექტორში გაანადგურებენ. შესაბამისად მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს თავისუფალ კონკურენციას სამედიცინო დარგში“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა.  

 

„კომერსანტმა“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს“ სთხოვა დაესახელებინა ის მიზეზები თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი.


1.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე ადამიანებს არ ექნებათ საკადრისი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ისინი დატოვებენ ქვეყანას და წავლენ იქ სადაც მათ კვალიფიკაციას დააფასებენ. ყველას ჰყავს ოჯახი, ყველას აქვს თავისი ცხოვრება და შეუძლებელია  სოციალურ საწყისებზე იმუშავონ.



2.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, მესაკუთრე და მენეჯმენტი ყოველთვის ეცდება ხარჯები შეამციროს, რა დროსაც ხარისხი გაუარესდება და გახდება მექრთამეობის ბუდე. არ მგონია ჯანდაცვასთან მიმართებაში ხარისხის დაწევა ვინმეს სურდეს, რადგან ეს პირდაპირ აისახება პაციენტების მკურნალობაზე.


3.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, დარგი განიცდის დეგრადაციას, ჩამორჩება ტექნოლოგიებს და გაიყინება ერთ ადგილზე. ეს არის კაპიტალისა და ინოვაციის ტევადი სექტორი.


4.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი კარგად ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში დარგს შესაბამისი სექტორი ტოვებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯანდაცვა იქნება თუ სხვა მიმართულება. ბოლოს დადგება საკითხი რომ ეს გახდება დეფიციტური დარგი“, - განმარტავს რამაზ გერლიანი.



ბაჩო ადამია






Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up