„ეკატერინე ტიკარაძეს თავი საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჰგონია“ - ლევან კობერიძე

„ეკატერინე ტიკარაძეს თავი საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჰგონია“ - ლევან კობერიძე

access_time2020-10-08 10:00:20

ექსკლუზიურად „კომერსანტმა“ რამდენიმე დღის წინ გაარკვია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს პაციენტები მხოლოდ რამდენიმე, ბაზრის მონოპოლურ კლინიკაში გადაჰყავთ. სანდო წყარო, 112- დან გვიყვებოდა, რომ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკებში არ უნდა გადაიყვანონ, რადგან მათ აქვთ იმ დაწესებულებების სია, სადაც გადაუდებელი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური ბრძანება დაგვიდასტურებს ჰოსპიტალურ სექტორშიც, კლინიკების უმეტესობაში განგვიცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არაოფიციალური დავალებით პატარა, მონოპროფილური კლინიკების ჩაძირვაა გადაწყვეტილი.

 

პრობლემის შესახებ იციან საკანონმდებლო ორგანოშიც. „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ტიკარაძის უწყების არაოფიციალური დავალების შესახებ სხვადასხვა წყაროსგან სმენია. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს  მხრიდან ჩნდება მკაფიო ლობისტური და ნეპოტისტური ხაზი გარკვეული კლინიკების მიმართ. მმართველი გუნდის ყოფილი წვერი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გეგმავს, რომ საკითხზე პასუხისმგებელი პირი მაკონტროლებელ ორგანოში დაიბაროს.

 

„სხვადასხვა წყაროსგან მსმენია, რომ არის დავალება გარკვეულ კლინიკებში მოხდეს პაციენტების გადაყვანა. სიმართლე გითხრათ არ გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს, რადგან ბოლო ორი წელია ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადაქცეულია სადამსჯელო სისტემად. თითქოს აქვთ კეთილშობილური მიზანი, რომ მათთვის პაციენტის ჯანმრთელობა და ხარჯების დაზოგვა არის პრიორიტეტი, რეალურად კი ყველა ის ქმედება რომელიც არის გადადგმული ზრდის პაციენტების გაწეულ დანახარჯებს. ვიცი, რომ მაღალპროფესიული კლინიკებში, პაციენტები მხოლოდ მათ მოთხოვნის შემთხვევაში ხვდებიან. ჯანდაცვის კომიტეტში აუცილებლად მოვითხოვ, სამინისტროს წარმომადგენლის მოსმენას, რათა წარმოადგინოს არგუმენტები და სტატისტიკა გადაყვანილი პაციენტების შესახებ. თუ კი სქემა დადასტურებული იქნება, ამ ხელისუფლების პირობებში კონკრეტული მოკვლევის დაწყებას არ ველოდები, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებისთანვე 2020 წლის არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება ეს საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მსჯელობა გაიმართება და არ გამოვრიცხავ, რომ მოკვლევის დაწყებაც გახდეს საჭირო შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სადამსჯელო რაზმად გადაიქცა. ლევან კობერიძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე მხოლოდ ერთ ადამიანთან, ბიძინა ივანიშვილთანაა პასუხისმგებელი, შესაბამისად მისი თქმით, მინისტრი გადაწყვეტილებებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჯანდაცვის სექტორში, სავარაუდოდ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად იღებს.

 

„ეკატერინე ტიკარაძეს თავი  საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჰგონია, მაშინ როდესაც სამინისტრო ნიშნავდა და ათავისუფლებდა მთავარ ექიმებს, სამინისტრო იყო დამკვეთი, თანხის გადამხდელი, მაკონტროლებელი და სისტემა მთლიანად კორუფციულ ჭაობში იყო ჩაფლული. დღეს სამინისტროს მსგავსი სისტემა წარმოუდგენია და სამედიცინო სექტორზე მსგავსი კონტროლის დაწესება სურს. იმის მაგივრად, რომ სისტემური რეფორმები გაგრძელდეს და უნივერსალური ჯანდაცვისაკენ ნაბიჯები გადაიდგას სამინისტრო ცდილობს სადამსჯელო ფუნქცია შეითავსოს. რეალურად დღეს სამინისტროს შემადგენლობის დიდი ნაწილი ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების ნაცვლად ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს უკავია. ჯანდაცვის სამინისტროს და ჰოსპიტალურ სექტორს შორის  დაპირისპირებაა, ისინი უყურებენ ამას არა როგორც ერთ მთლიან სისტემას, რომელიც უნდა მოემსახუროს ჩვენი მოქალაქეების ხარისხიან ჯანდაცვას, არამედ ცდილობენ ბატონყმური, ფეოდალური წყობილების დამყარებას სამედიცინო სექტორში. ეს მენტალური პრობლემაა, რეალურად ჯანდაცვის სამინისტროს დარგის განვითარების ხედვა არ აქვს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

ლევან კობერიძე „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში კარგად იციან სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. მისი თქმით, იციან ისიც თუ რომელ კლინიკებს უნდა შეუჩერდეს ლიცენზია თუმცა, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ დასახურ კლინიკებს მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავთ, ტიკარაძის უწყება კი ამ დროს სხვადასხვა ნაბიჯით სწრაფად განვითარებადი, მაღალტექნოლოგიური, პროფესიონალური კლინიკების ხარჯზე ცდილობს გარკვეული თანხის დაზოგვას, მოქალაქეები კი ხარისხიან სამედიცინო სერვისებს ვეღარ იღებენ.

 

„ჯანდაცვის სამინსიტროს ქმედებები რასაც ვაკვირდები, მათ შორის 520-ე დადგენილება რეალურად მიმართული არაა იმ კლინიკების რეგულირებისთვის, რომელიც უხარისხო მომსახურებას ეწვა. რეალურად ჯანდაცვის სამინისტრომ კარგად იცის, სტანდარტების არ ქონის ან დარღვევების გამო რომელი კლინიკაა დასახური. კლინიკები, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტის გამწოვია არასწორი მანიპულაციების გზით და რეალურად კორუფციის წყაროს წარმოადგენენ, მათი რეგულირების და დახურვის ნაცვლად სამინისტრო ცდილობს თანხები თავის ჭკუით 520 დადგენილების საშუალებით დაზოგოს. რეალურად კი იჭყლიტებიან ის კლინიკები რომლებსაც ხარისხიანი სამედიცინო სერვისები აქვთ და სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დადის“, - ამბობს დეპუტატი.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმიწფო უწყებაში პრობლემის არსებობას არ აღიარებენ, ფაქტია რომ ჰოსპიტალური სექტორი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, აქედან გამომდინარე მედიაჰოლდინგი აგრძელებს თემაზე მუშაობას და ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდო კორუფიულ სქემაზე დამატებით მასალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up