ეკატერინე ტიკარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გამართა

ეკატერინე ტიკარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გამართა

access_time2021-03-10 12:10:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



საბჭოს წევრებმა სხდომაზე 2021-2025 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. სტრატეგია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებულ პრინციპებთან და ფასეულობებთან მიმართებაში დარგის განვითარების საფუძველია.



ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებს სწორედ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს.



ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც მარტის ბოლომდე დასრულდება.



ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს არის გამოწვევა.




„პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო სერვისების და ხელმისაწვდომობის სწორი განვითარების საწყისი და საფუძველია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სწორი დანახარჯების და ინვესტიციის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს ჩვენი გამოწვევაა. ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ევროკავშირის ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში შევძლებთ იმ ხარისხიანი და სწორი რეფორმის გატარებას, რომელსაც დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.



თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ამოცანების და ღონისძიებების სწორად დაგეგმვა, რომელიც დასაბუთებულ რეკომენდაციებს უნდა ემყარებოდეს.



„ჯანდაცვის სამინისტრო ევროკავშირის დახმარებით ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს. უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო სტრატეგიული ჩარჩო, რაც ქვეყანას უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებამდე მიიყვანს. 2030 წელი არის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების წელი. მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ამოცანები და ღონისძიებები დაიგეგმოს სწორად და ემყარებოდეს დასაბუთებულ რეკომენდაციებს. საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრაზე სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. მარტის ბოლომდე სამინისტრო დეტალურ დისკუსიებს გააგრძელებს სელექტიური კონტრაქტირების, პირველადი ჯანდაცვის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე ფინანსური დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ გამართული სტრატეგიის დოკუმენტი.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.



ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტის ლაიოშ კოვაჩის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.



„ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის წინ დაიწყო ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. სამწუხაროდ, კოვიდ-19-მა ზეგავლენა მოახდინა პროცესის დასრულების ვადებზე. ევროკავშირი დახმარებას უწევს სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების პროცესში. უკვე ჩამოყალიბებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.“ - განაცხადა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტმა ლაიოშ კოვაჩმა.



2021-2025 წლების ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მაისის თვეში დასრულდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up