ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

access_time2020-06-03 18:40:00

კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.



„მნიშვნელოვანი არის სისტემის სრული გაძლიერება იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაწიოს მომსახურება კოვიდ ინფექციის მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე რა თქმა უნდა პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორი უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პასუხი, ამაში იგულისხმება თუ რა მარაგების შექმნის აუცილებლობაა კერძო სექტორში და რა კომპონენტში იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა. განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება იმისათვის, რომ შედარებით უფრო მაღალი ტალღის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ექიმების დაინფიცირების რისკი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.



კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო.



ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაინც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაძლიერება.




„მეორე და მესამე ტალღას მთელი მსოფლიო ელოდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. მით უმეტეს საუბარია ეკონომიკის, ტურიზმის, საზღვრების გახსნაზე, რაც ასე ვთქვათ, ვირუსის გავრცელების რისკს მოუმატებს და საქართველო თითოეულ ამ სცენარს უნდა დახვდეს მომზადებული. ამიტომაც, დღეს მოვისმინეთ ძირითადი პრინციპები, რაც ამ პოსტკრიზისულ გეგმაში არის ჩადებული. ხუთი ძირითადი მიმართულებაა და შეფასება მოხდა ექსპერტების მიერ. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მივიყვანოთ უკვე დეტალურ სამოქმედო გეგმამდე“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.



ექსპერტ გიორგი კამკამიძის თქმით, მისასალმებელია ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციისა და გაძლიერების კუთხით მუშაობა.
„კორონავირუსის ეპიდემიამ ასე ვთქვათ, დააჩქარა ინტეგრაციის ეტაპები, შესაბამისად ეს მისასალმებელია და დიდ საავადმყოფოებში ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ინფექციური განყოფილებები“, - აღნიშნა გიორგი კამკამიძემ.



საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრები უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება და განხილვებს კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.




თეგები:
კოვიდ 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up