ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-11-17 12:36:08

კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მინისტრის ჰანან მუჰამმედ ალ კუვარის მოწვევით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.



უწყების პირველმა პირმა სამიტის დელეგატებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში განახორციელა. ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.



„შეზღუდვების მოხსნისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, გაზრდილი მობილობის ფონზე, პროგნოზირებადი იყო შემთხვევების თანდათანობით მატება იმ რეგიონებში, სადაც მობილობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა - დღეისათვის ახალი შემთხვევების რიცხვი - 839-ია მილიონ მოსახლეზე. თუმცა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ, სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულმა გამართულმა მოდელმა სამედიცინო პერსონალს მისცა საშუალება ეფექტურად ემართა კორონავირუსი, რამაც განაპირობა დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი “-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




სამიტის წევრებმა საქართველოს საქმიანობა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დადებითად შეაფასეს.



მინისტრის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების სამართავად და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა იგეგმება.



ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიაში მონაწილეობდნენ:კატარის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მინისტრი ჰანან მუჰამმედ ალ კუვარი ,სინგაპურის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო მინისტრი ჯენილ პუტუჩერი ,შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი ,ლონდონის იმპერიალ კოლეჯის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის თანადირექტორი დევიდ ნაბარო და დიდი ბრიტანეთი სპეციალური მრჩეველი ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებში დეიმ სალი დევისი.



ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტი „კატარის ფონდის“ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივას წარმოადგენს. სამიტის მიზანი, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში დიალოგის ხელშეწყობაა. ონლაინ პლატფორმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს, მკვლევარებსა და ინოვატორებს აერთიანებს.








Forbes: Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის

Forbes:  Signal და Telegram - თავშესაფარი გაბრაზებული კონსერვატორებისთვის
access_time2021-01-19 19:00:53
2021 წლის 6-10 იანვარს მესენჯერ Signal-ს დღეში საშუალოდ 250 000, ხოლო Telegram-ს 1,1 მლნ. მომხმარებელი ემატებოდა, რაც ამ სერვისების 409% და 61%-ით ზრდას ნიშნავს. ასეთი ინტერესი მათ მიმართ, მსხვილი სოციალური ქსელების მიერ დონალდ ტრამპის და მისი მომხრეების წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა გამოიწვია. Signal-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, მისი უსაფრთხოება, რადგანაც ის განსაკუთრებით რთულ შიფრებს იყენებს, რომელთა დაბლოკვა თითქმის...

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება

სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება
access_time2021-01-19 13:00:20
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ნაწილია. გადაწყვეტილების შესახებ ეროვნულ ბანკს ოფიციალურად ჯერ არაფერი უთქვამს და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მომდევნო კვირებში გავრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების შესახებ...

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს
access_time2021-01-19 16:00:38
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. „პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების...

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-19 15:00:03
10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია. „ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი. ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს...

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე

„გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია“ - MYWAY ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმაზე
access_time2021-01-19 14:00:39
ავიაკომპანიები მთავრობისგან საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის გეგმის წარდგენის მოლოდინში არიან. როგორც Myway Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამარ ქობულაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაყიდვების პროცესის 2-3 კვირაში წარმოება შეუძლებელია და მთავრობას გეგმა ამ დრომდე უნდა წარედგინა. „ამ ეტაპზე მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმას ველოდებით, რომელიც შემსუბუქებაზე იქნება ორიენტირებული. სანამ ეს გეგმა არ გვეცოდინება,...


მსგავსი სიახლეები

up