ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კამპანიას – „დარჩი სახლში!“ შეუერთდა.
„მე პირველ რიგში მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი ექიმების სლოგანს – დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
მისი თქმით, თვითიზოლაცია და კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კორონავირუსთან საბრძოლველად.
1.tv.ge