ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა

access_time2021-11-03 11:20:00

სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



საუბრის მთავარი თემა „სოციალური კოდექსი“ იყო, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.
რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.



სოციალური კოდექსი დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა, სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები და სხვა. რეფორმა გააუმჯობესებს დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემას, კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, ორგანიზებისა და რეგულირების მექანიზმებს, გაზრდის მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობას.



„დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და უკვე გადავედით სამუშაო ჯგუფების გააქტიურების ფაზაში. შევხვდით ევროპელ ექსპერტებს , სადაც არსებული პროგრესი და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაფინანსების მექანიზმსა და ევროპულ გამოცდილებას“,-ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.



ექსპერტების განცხადებით, სოციალური კოდექსი უნდა გახდეს გარანტი იმისა, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, შენარჩუნდება ფინანსური მდგრადობა და გაუმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობა.




„შეხვედრაზე განვიხილეთ ევროპული სოციალური უსაფრთხოების სისტემის დაფინანსების მექანიზმები, ის პრინციპები თუ როგორ ხდება სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსება, მაგალითად, როგორიცაა: პენსია, ჯანდაცვის სერვისები, უმუშევრობა, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. ერთმანეთს გერმანული სოციალური უსაფრთხოების მოდელის დაფინანსების ნაწილში საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გერმანულ მოდელს სამაგალითოდ მოიაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოდელი ძალიან ხარჯიანია. ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის 30% სოციალური დაცვის სერვისებზე იხარჯება“,-ამის შესახებ ევროპელმა ექსპერტმა ჰაგენ ჰუგელშაფერმა განაცხადა.



სოციალური კოდექსის შემუშავება პარტნიორი ორგანიზაციების, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით თანმიმდევრულად განხორციელდება.



„სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს დასრულდება.



შეხვედრას დამოუკიდებელი ექსპერტები დიმიტრი ცქიტიშვილი და ალექსანდრე შარაშენიძე ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up