ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2021-11-26 14:20:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„მხარეებმა საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს, რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. განიხილეს სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც.



კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში.



ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ერთიანი ხარისხის სისტემა, რომელიც სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს. მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი, სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.




სისტემის გაძლიერების მიზნით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრი, ლიეტუველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად ევროკავშირის დაძმობილების TWINNING პროექტს ახორციელებს . პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს სისხლის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.



კანონპროექტის მიღებით საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.



უსაფრთხო სისხლი საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up