ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა

access_time2021-11-17 16:00:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



მხარეებმა ლტოლვილებისთვის საინტეგრაციო მხარდაჭერაზე და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
მხარეებმა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო სხვადასხვა ფორმატში მუშაობს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და UNHCR-თან ერთად სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფორმატში.



„განვიხილეთ იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების საკითხი. ვისაუბრეთ საქართველოში კანონიერად მცხოვრები ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხზეც. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“,-ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა.



საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.




„ ვისაუბრეთ დევნილთა პოლიტიკის საკითხებზე, ლტოლვილებისთვის საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამინისტროსთან, ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ“,-ამის შესახებ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლიმ განაცხადა.



შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.



დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up