ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

access_time2020-04-15 22:40:35

საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

 

„ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეჯერება მომხდარიყო, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია ჩვენი მოქალაქეების სულიერ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე გამორიცხული იყო, ჩვენ შორის გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით გამოსავლებს, რომელიც იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

მისი თქმით, თუ გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი, რომელსაც საპატრიარქო აცხადებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიც და მოლოდინებიც, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ძალიან აშინებდა.

 

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მრევლის და მოქალაქეების მხრიდან ეს ყველაფერი დაცული არ იქნებოდა, ეს „კოვიდ 19“-ის გავრცელების ძალიან დიდ ესკალაციამდე მიგვიყვანდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.


 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეს არის ის ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ეს არის ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა.

 

„ჩამოთვლილი იყო ძალიან ბევრი რისკჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ეკლესიაში მისვლას უნდა მოერიდოს და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მრევლის გონივრულობაში. მოქალაქეები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რაც არის „კოვიდ 19“ და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მათი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, აგვარიდებს იმ დიდ რიცხვებს, რომელსაც ყოველდღიურად ვაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყვიტეს, რომ აღდგომის ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე.​ ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up