ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარისხიანი სერვისისთვის იქნება საჭირო

ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო დათმობაზე წავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარისხიანი სერვისისთვის იქნება საჭირო

access_time2019-12-18 17:46:46

ნებისმიერი სახის დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პაციენტისთვის ხარისხიანი სერვისის გასაწევად გახდება საჭირო, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების მხრიდან კლინიკების წარმომადგენლებისთვის მთავრობის 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანა შეთავაზებული არ ყოფილა, რადგან სამინისტროს მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ სახელმწიფოს თანხები. საუბარია დადგენილებაზე, რომელიც კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.


„არ გვაქვს დღეს იმის საფუძველი, რომ განვიხილოთ შემდეგი დათმობები და ნებისმიერი დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო იქნება პაციენტისთვის ხარისხიანი სერვისის გასაწევად. ჩვენი მხრიდან რამე ცვლილებები შეთავაზებული არ ყოფილა, ვინაიდან კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან გამომდინარე კვლავ რჩება სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა. უბრალოდ, ჩვენ გამოვყავით ორი კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და რეანიმაციას. ამ შემთხვევებში შევთავაზეთ, რომ კომისიური წესით მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და შესაბამისად, ანაზღაურება. კრიტიკული მედიცინის კუთხით კი, პროფესიული ასოციაციების მხრიდან ჩვენთვის მოხდება შეთავაზება იმ დამატებითი კოდის განთავსებისთვის, რომელსაც ისინი კრიტიკულად მიიჩნევენ. გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად რაციონალურად იხარჯებოდა კლინიკების მხრიდან თანხები, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა და ასევე რამდენად სწორი იყო განფასებები, რომლითაც კლინიკები დღემდე სახელმწიფოდან იღებდნენ თანხებს. ვისურვებდი, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, რათა არ იყოს კითხვები კომუნიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამინისტრო არ არის ჩაკეტილი ორგანო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



საბჭოს დღევანდელ სხდომას კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად დეპუტატებიც ესწრებოდნენ. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ეკატერინე ტიკარაძეს საკითხის განხილვა ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შესთავაზა. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის მისაღებია ყველა ფორმატი, სადაც რეფორმის დროულ განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.


„რაც შეეხება ლევან კობერიძის შეთავაზებას, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ ეს გადავიდეს პარლამენტში, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა განხორციელდეს დროულად და თანმიმდევრულად, შესაბამისად ჩემთვის იქნება მისაღები მხოლოდ ის ფორმატი, სადაც რეფორმას არ შეექმნება არანაირი საფრთხე და დაწესებულ ვადებში განხორციელდება. რეფორმა უნდა განხორციელდეს ექვსიდან ცხრა თვის ვადაში, რათა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდეს რეფორმის სტაბილიზება და მოდიფიცირება იმ ხარვეზების, რომელიც რეფორმის მსვლელობისას აუცილებლად წარმოიქმნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


მინისტრის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს ფორმატში შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.


1tv.ge





სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა წარუდგინა

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა წარუდგინა
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...


მსგავსი სიახლეები

up