ეკატერინე ტიკარაძე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და გავუწევთ სათანადო მომსახურებას

ეკატერინე ტიკარაძე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და გავუწევთ სათანადო მომსახურებას

access_time2020-03-28 16:45:47

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხში განაცხადა.

მისი თქმით, რუხის საავადმყოფოს დამატებით სუნთქვის 11 აპარატი გადაეცა.

„დღეს რუხის საავადმყოფოში უკვე ჩამოვიტანეთ და კლინიკა აღვჭურვეთ სუნთქვის 11 აპარატით და 25 საწოლით. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომლებიც აქ დასაქმდებიან. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვიწევს კიდევ მუშაობა ექიმების დამატებაზე. ადგილზე სამინისტრო წარმომადგენელი იქნება აუცილებლად, რომელიც თვალყურს მიადევნებს, რომ პროცესი იყოს გამართული და ყველანაირი ხარვეზის გარეშე. აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რუხის საავადმყოფოში გვექნება საშუალება, მივიღოთ პაციენტები, რომლებიც მიიღებენ ყველა სახის მომსახურებას. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ მივიღებთ პაციენტებს და რა თქმა უნდა, მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას, როგორც ჩვენს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები:
ჯადაცვა



უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იიან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იიან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...


მსგავსი სიახლეები

up