ეკატერინე ტიკარაძე - მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება

ეკატერინე ტიკარაძე - მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება

access_time2020-04-01 22:55:39

მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთანდაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.



„ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი და ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანაში იყოს. ამაზე მიმდინარეობს სამთავრობო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე დღეში გვექნება კონკრეტული პასუხი თარიღზე, როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება, მიიღოს საქართველომ კორეადან, ვინაიდან დღესდღეობით, რიგში 73 ქვეყანაა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, შეიძლება, მოგვეცეს საშუალება, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გარკვეული რაოდენობის ტესტი წინმსწრებად, უფრო ადრე მივიღოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.




როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტის ვალიდაციაგავლილია და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან არის დასტური, რომ ამ ტესტის გამოყენება უკვე ფართო მასებში შესაძლებელია, ყველა საეჭვო შემთხვევა მაინც იქნება გადამოწმებული PSR ტექნოლოგიით, რომელიც ჩატარდება როგორც ლუგარის ლაბორატორიაში, ასევე ინფექციურ საავადმყოფოში ქუთაისსა და ბათუმში, იმ მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიებში, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია.


„უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ოქროს სტანდარტად ითვლება PSR ტექნოლოგია და ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტი უკვე შვიდ ლაბორატორიაში კეთდება. შემდეგი არის ტესტები, რომლებიც ასევე არის PSR ტექნოლოგია, მაგრამ ჩვენ ვეძახით როგორც სწრაფ, ასევე დაჩქარებულ ტესტს. მისი სტანდარტი ძალიან მაღალი ხარისხის არის, მაგრამ PSR ტექნოლოგიისგან განსხვავებით, მას 5-6 საათის ნაცვლად მხოლოდ საათნახევარისჭირდება და ეს საკმაოდ კარგი ეფექტის მომცემია. საქართველოში 50-მდე მსგავსი ლაბორატორიაა და ეს ლაბორატორიული ჯაჭვის გაფართოების საშუალებას მოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



1tv.ge





შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება

Volkswagen Tiguan X-ს კუპეს სტილი სახურავი ექნება
access_time2020-09-19 17:00:43
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გერმანელი ავტომწარმოებლები SUV-ი ავტომობილების კუპე ვარიანტის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. ეს ყველაფერი სადილეროებში ასეთი ტიპის ავტომანქანების მოთხოვნით იყო გამოწვეული. თუ თქვენ ასეთი ტიპის მანქანები არ მოგწონთ, მაშინ სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. ეს საავტომობილო ტრენდი შეჩერებას არ აპირებს. მეტიც, გერმანელი ავტომწარმოებლები მეტოქეთა ახალ ნიშას პასუხგაუცემელს თითქმის არასდროს ტოვებენ. თქვენს წინაშეა Tiguan X-ი. ის Tiguan-ის კუპე ვერსიას...

იაგო ხვიჩია: ყველა რეგულაცია, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო

იაგო ხვიჩია: ყველა რეგულაცია, რომელიც შემოაქვს ხელისუფლებას არის კორუფციის წყარო
access_time2020-09-17 17:55:56
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს. როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...


მსგავსი სიახლეები

up